დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი TOP14-ის მეოთხე ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში, რომელიც ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" შეადგინა, შერკინების ორი ქართველი ბურჯი, დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი მოხვდნენ.

ზირაქაშვილის გუნდმა "კლერმონმა" საკუთარ მოედანზე "რასინგი" ანგარიშით 47:10 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ კი ლელო დადო.

გამარჯვება იზეიმა ნარიაშვილის გუნდმა "მონპელიემაც", რომელმაც შინ დაამარცხა "პო" - 41:13.

სიმბოლური ნაკრები
15. კირი მურიმურივალუ (ლა როშელი), 14. ნოა ნაკაიტასი (კლერმონი), 13. ვესლი ფოფანა (კლერმონი), 12. ჟულიენ რეი (ბორდო), 11. არმან ბატლი (გრენობლი), 10. კამილ ლოპესი (კლერმონი), 9. ჟულიენ
დიუპუი (სტად ფრანსე). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. ჟილემ ჟირადო (ტულონი), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), 4. სამუ მანოა (ტულონი), 5. არტურ იტურია (კლერმონი), 6. პიტერ კიმლინი (გრენობლი), 7. ანტუან ბურბანი (სტად ფრანსე), 8. ლოან გუჟო (ბორდო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟილემ ჟირადო კი არა გიომ გირადოა ტულონის კაპიტანი
fransua
18:55 13-09-2016
0

სიახლეები პოპულარული