საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურში ისევ ორი ქართველი მორაგბეა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში, რომელიც ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" შეადგინა, ორი ქართველი მორკინალი, პირველხაზელი კარლენ ასეიშვილი და მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე მოხვდა.

ასეიშვილის გუნდმა "ბრივმა" შინ "ლა როშელს" მოუგო ანგარიშით 29:28, ხოლო მიქაუტაძის გუნდმა "მონპელიემ" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ბაიონთან" - 21:9.

სიმბოლური ნაკრები: 15. გაეტან ჟერმენი (ბრივი), 14. დევიდ სტრიტლი (კლერმონი), 13. კასეი ლაულალა (მეტრო რასინგი), 12. კონრად სმითი (პო), 11. ხუან იმჰოფი (მეტრო რასინგი), 10. ფრედერიკ მიშალაკი (ლიონი), 9. მაქსიმ მაშენო (მეტრო რასინგი). 1. კარლენ
ასეიშვილი (ბრივი), 2. ჯოდი ჟენეკერი (კასტრი), 3. რაბა სლიმანი (სტად ფრანსე), 4. პოლ ჟედრაზიაკი (კლერმონი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), 6. სტეფონ არმითიჯი (პო), 7. მატიე ბაბიო (კასტრი), 8. ფრიც ლი (კლერმონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული