
"კრასნი იარმა" ნახევარფინალში მონინოს "ვვა" დაამარცხა ორმატჩიან სერიაში. კრასნოიარსკელებმა პირველი მატჩი 14:23 წააგეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში მშრალი ანგარიშით 25:0 მოიგეს. ამ მატჩში მალაღურაძემ ორ-ორი საჯარიმო და გარდასახვა გაიტანა.
მეორე კრასნოიარსკულმა გუნდმა კი ფინალში თამაშის უფლება პირველივე მატჩში დაიბევა. "ენისეიმ" ბოლო ხანს მომძლავრებულ კრასნოდარის "ყუბანს" სტუმრად 62:25 მოუგო. შინ კი მეტოქეს 27:3 სძლია. კაჭარავა ამ მატჩში თადარიგში იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"