საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდია. ესენია: "კლერმონი", "ლა როშელი", "მონპელიე" და "ტულონი".
ტურის ცენტრალური მატჩი ლა როშელში გაიმართა. ლექსო ყაულაშვილის გუნდმა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონს" უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ მძაფრი გამოვიდა და ფრედ, 17:17 დასრულდა. ტულონელებმა მატჩის გადარჩენა მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმოთი შეძლეს.
ქართველთაგან მხოლოდ ჩილაჩავამ ითამაშა, რომელიც მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა.
კიდევ ერთი პრინციპული შეხვედრა კლერმონში გაიმართა, სადაც დავით ზირაქაშვილისა და
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.
ქართული რაგბისთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა დაფიქსირდა მონპელიეში. ამ ქალაქის გუნდის პირველ ხაზში "კასტრთან" დაპირისპირებისას პირველივე წუთიდან სამი ქართველი: მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და დავით ქუბრიაშვილი იდგა. მონპელიელებმა მატჩი 28:19 მოიგეს.
ქუბრიაშვილი 31-ე წუთზე გაგი ბაზაძემ შეცვალა, რომელიც 44-ე წუთზე გაასინბინეს, ნარიაშვილმა მოედანი მე-60 წუთზე დატოვა, მამუკაშვილმა კი 75 წუთი ითამაშა. განაცხადში არ იყო "მონპელიეს" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე.
მეორედ ითაშა "ბრივის" შემადგენლობაში სქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. ბრიველებმა სტუმრად წააგეს "ბორდოსთან" - 25:27. ლობჟანიძე მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა, პირველხაზელი კარლენ ასეიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.
TOP 14. VIII ტური
რასინგი-სტად ფრანსე 29:22
ბორდო-ბრივი 27:25
გრენობლი-ბაიონი 44:16
მონპელიე-კასტრი 28:19
ლა როშელი-ტულონი 17:17
ლიონი-პო 27:22
კლერმონი-ტულუზი 29:25
ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) განაცხადში არ იყო
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (41 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (31 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (60 წთ)
შალვა მამუკაშვილი (მონპელიე) ძირითადში (75 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) შეცვლაზე (31 წთ) სინ
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (67 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) შეცვლაზე (53 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (52 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) შეცვლაზე (63 წთ)
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (66 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 8 5 2 1 +77 27(3)
2. ლა როშელი 8 4 2 2 +47 24(4)
3. მონპელიე 8 5 0 3 +61 23(3)
4. ტულონი 8 4 1 3 +25 22(4)
5. ბორდო 8 5 0 3 +6 22(2)
6. ტულუზი 8 4 0 4 +10 19(3)
7. ბრივი 8 4 1 3 -22 19(1)
8. რასინგი 8 4 0 4 -15 18(2)
9. ლიონი 8 3 2 3 -31 17(1)
10. კასტრი 8 3 1 4 +31 16(2)
11. სტ.ფრანსე 8 3 1 4 +6 16(2)
12. პო 8 3 0 5 -22 16(4)
13. გრენობლი 8 2 0 6 -81 11(3)
14. ბაიონი 8 1 2 5 -88 8(0)
მეორე დივიზიონში მე-8 ტურის მატჩების შემდეგ ორხელისუფლებიანობაა. სატურნირო ცხრილს სათავეში ქართველ მორაგბეთა გუნდები: "ორიაკი" და "აჟენი" ჩაუდგნენ.
განვლილ ტურში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენი" შინ დაუპირისპირდა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკს" და 40:27 მოუგო.
ამ შეხვედრაში მჭედლიძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის მიწურულს ლელო გაიტანა. ეს ქართველი მორაგბის ზედიზედ მესამე ლელოა მიმდინარე გათამაშებაში. შარიქაძე 56-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი თამაშში სამი წუთით ადრე ჩაერთო.
სტუმრად, გიორგი ნაცარაშვილის "კარკასონთან" წააგო ლიდერთა ჯგუფში მყოფმა შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემმა" - 6:10. სუთიაშვილი მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა, ნაცარაშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო და ათ წუთში მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა.
საპლეიოფო ხუთეულთან ახლოს არიან ლაშა ლომიძის "ბეზიე" და ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი". ლანგედოკელები სტუმრად დამარცხდნენ "ნარბონთან" - 22:23, დაქსელებმა კი შინ მოუგეს "ვანს" - 33:27.
PRO D2. VI ტური
პერპინიანი-ოიონაქსი 23:18
ალბი-ბიარიცი 27:20
კარკასონი-ანგულემი 10:6
კოლომიე-მარსანი 33:28
დაქსი-ვანი 33:27
მონტობანი-ბურგუენი 51:7
ნარბონი-ბეზიე 23:22
აჟენი-ორიაკი 40:27
ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) არ უთამაშია
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) ძირითადში (76 წთ)
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) შეცვლაზე (55 წთ)
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (67 წთ)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში (56 წთ)
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (53 წთ)
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (47 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (57 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში ლ
ვახტან მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) შეცვლაზე (45 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) შეცვლაზე (61 წთ) სინ.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ორიაკი 6 4 0 2 +49 19(3)
2. აჟენი 6 4 1 1 +9 19(1)
3. კოლომიე 6 4 0 2 +29 17(1)
4. ანგულემი 6 4 0 2 -3 17(1)
5. დაქსი 6 4 0 2 -14 17(1)
6. ბეზიე 6 3 0 3 +26 15(3)
7. მონტობანი 6 3 0 3 +38 14(2)
8. კარკასონი 6 3 1 2 -6 14(0)
9. ოიონაქსი 6 2 0 4 +25 13(5)
10. ვანი 6 2 2 2 +2 13(1)
11. მარსანი 6 2 0 4 -4 12(4)
12. ბურგუენი 6 2 1 3 -29 12(2)
13. ბიარიცი 6 2 0 4 +9 10(2)
14. ალბი 6 2 1 3 -30 10(0)
15. პერპინიანი 6 2 0 4 -47 10(2)
16. ნარბონი 6 2 0 4 -54 8(0)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"