სარაგბო ევროთასები: ლევან ჩილაჩავას და დავით კაჭარავას ლელოები [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რაგბის ევროთასები დაიწყო - ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ კაპი.

ჩემპიონთა თასზე მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ინგლისურ "სარასენზს" მასპინძლობდა და 23:31 დამარცხდა. ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო. 55-ე წუთზე ინგლისელებს ლელო ჩილაჩავამ დაუდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველთა "მონპელიე" "ნორთჰემპტონს" ესტუმრა და 14:16 დამარცხდა. პირველიდან მეოთხე ნომრამდე ფრანგული კლუბის სასტარტოში ქართველები იყვნენ: მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკელაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე.

"კლერმონმა" "ექსეტერი" 35:8 დაამარცხა. ფრანგულ გუნდში კარგად ითამაშა დავით ზირაქიშვილმა, რომელმაც მეტოქის პირველხაზელები აშკარად დაჩაგრა, ვიტო კოლელიშვილს არ უთამაშია.

ვასილ კაკოვინის
"ტულუზი" ირლანდიურ "ქონოთთან" 21:23 დამარცხდა. ქართველი მორკინალი მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ანტონ ფეიქრიშვილს არ უთამაშია "ალსტერის" შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად "ბორდოსთან" 13:28 დამარცხდა.

***
ჩელენჯ კაპის პირველ ტურში ლელო დადო დავით კაჭარავამ, რომლის "ენისეი" (ჯაბა ბრეგვაძეს არ უთამაშია) გამარჯვებული გამოვიდა "ვუსტერთან" მატჩში 19:12.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია ქართული დებიუტებიც - "ბრივის" ძირითადში პირველად ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, "ლიონში" თორნიკე მატარაძის დებიუტი შედგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული