კურიოზი: მამუკა გორგოძემ ბრიტანული აქცენტით დასმული კითხვა ვერ გაიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 ოქტომბერს ჩემპიონთა თასზე მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ინგლისურ "შარკს" ესტუმრა და 15:5 დაამარცხა. ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო, გორგოძე კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა გორგოძეს ბრიტანული აქცენტით კითხვა დაუსვა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვერ გაიგო და დახმარება მის თანაგუნდელ ლი ჰალფპენის სთხოვა.

ჟურნალისტი: წინა წლის მსგავსად, წელსაც თასის მოგებას გეგმავთ?
გორგოძე: რაა?
ჰალფპენი: წელსაც იგივე შედეგის გამეორება გვსურს, რაც წინა წელს?
ჟურნალისტი: მამუკა, თქვენი ინგლისური ჩემს ქართულზე ბევრად უკეთესია და თქვენ მატჩის საუკეთესო
მორაგბედ დასახელდით.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კურიოზი რა არის,ყველაფერს რომ აფიშირებას უკეთებთ,დაეძებთ ვითომ სენსაციურს,საფრანგეთის ტოპ 14-ში,დ2-ში მოთამაშე ქართველი რეგბისტებით მოხიბლულნი არიან არა მარტო საფრანგეთის,არამედ რაგბის მოყვარულები,კეთდება სატელევიზიო გადაცემები,ქვეყნდება საინტერესო სპორტული სტატიები,არც დაინტერესებულხართ,ერთი საკლუბო თამაში არ გიჩვენებიათ საქართველოს ტელევიზიით,ნაკრების მოთამაშეების გარდა არიან ბიჭები რომლებიც ქებას და პატივიცემას იმსახურებენ.გააცანით ქართველ რაგბის მოყვარულებს სატელევიზ იო გადაცემებით და რეპორტაჟებით.მამუკა გილოცავ კიდევ ერთ აღიარებას,გისურვებ წარმატებებს.
paata
18:54 23-10-2016
0
ჯიგარი ხარ, პაატა, არ ვიცოდი ეგ ფაქტები ნამდვილად. გეთანხმები, რაგბის ნებისმიერი გულშემატკივარისთვის საინტერესო იქნება ეგ თამაშები, სტატიები და ა.შ.
0

სიახლეები პოპულარული