რაგბი. ლეგიონი: "მიდი ოლიმპიკმა" ლევან ჩილაჩავა სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურში ისევ გამოიჩინეს თავი ქართველმა მორაგბეებმა. ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ტულონისა" და საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა შეიყვანა.

TOP14-ის ბოლო ტურში ტულონელებმა შინ მიიღეს "გრენობლი" და დამაჯერებლად დაამარცხეს - 42:12. ჩილაჩავამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მე-60 წუთზე შეცვალეს. ამ მატჩში ლელო 36-ე წუთზე მამუკა გორგოძემ მიითვალა.

სიმბოლური ნაკრები
15. ბრაის დულინი (მეტრო რასინგი), 14. ნოა ნაკაიტასი (კლერმონი), 13. ვინსან მარტინი (მონპელიე), 12. ისაია ტოეავა (კლერმონი), 11. ხუან იმჰოფი (მეტრო რასინგი),
10. პატრისიო ფერნანდესი (კლერმონი), 9. მაქსიმ მაშენო (მეტრო რასინგი). 1. ქსავიე ჩიოსი (ტულონი), 2. ჟულიენ მარშანდი (ტულუზი), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. დანიელ რამსეი (პო), 5. ფლიპ ფან დერ მერვე (კლერმონი), 6. ფულჟანს უოდრაოგო (მონპელიე), 7. რაფაელ ლაკაფია (სტად ფრანსე), 8. დუეინ ვერმულენი (ტულონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული