პირველი წრის გამარჯვებული დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონი" გახდა. "ვულკანებმა", მართალია, სტუმრად "პოსთან" 35:40 წააგეს, მაგრამ იმდენად იყვნენ დაწინაურებულნი, რომ მათ ლიდერობას ჯერჯერობით ვერავინ არყევს.
გასვლით მატჩში ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. განსაკუთრებით უცნაურია, რატომ ვეღარ ხვდება შემადგენლობაში გიორგაძე, რომელმაც რამდენიმე ტურის წინ, სადებიუტო მატჩში ლელო გაიტანა და გუნდს მოაგებინა.
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ნარიაშვილი, მამუკაშვილი და ქუბრიაშვილი. ყველა მათგანი მეორე ტაიმში შეცვალეს.
მოპელიელებს ერთი ქულით ჩამორჩა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" და მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონი.
"ლა როშელი" შინ დაუზავდა პარიზულ "მეტრო რასინგს" - 23:23. ჩვენებური განაცხადში არ იყო.
საკუთარ მოედანზე მოუგო "ბორდოს" "ტულონმა" - 37:10. გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა და ალხაზაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც შინ დაამარცხა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი" - 30:12. ასეიშვილი და ბეკოშვილი თამაშში 49-ე წუთზე ჩაერთნენ, კაკოვინი მოედანზე სამი წუთის შემდეგ გამოჩნდა, ლობჟანიძეს არ უთამაშია.
ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" დიდი ანგარიშით დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" - 51:5. ჩვენებურთაგან მხოლოდ მელიქიძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთიდან გამოჩნდა.
TOP 14. XIII ტური
პო-კლერმონი 40:35
გრენობლი-მონპელიე 37:51
ლიონი-კასტრი 19:23
სტად ფრანსე-ბაიონი 51:5
ლა როშელი-რასინგი 23:23
ტულუზი-ბრივი 30:12
ტულონი-ბორდო 37:10.
ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში (53 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) განაცხადში არ იყო
ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (68 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (72 წთ) ლ
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (68 წთ)
შალვა მამუკაშვილი (მონპელიე) ძირითადში (60 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) შეცვლაზე (73 წთ)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) შეცვლაზე (52 წთ) ზ
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) შეცვლაზე (49 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (49 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 13 8 2 3 +92 41(5)
2. მონპელიე 13 8 0 5 +65 37(5)
3. ლა როშელი 13 6 3 4 +47 36(6)
4. ტულონი 13 7 1 5 +70 36(6)
5. კასტრი 13 7 1 5 +76 34(4)
6. ბორდო 13 8 0 5 +19 34(2)
7. ტულუზი 13 7 0 6 +20 33(5)
8. რასინგი 13 7 1 5 +6 32(2)
9. სტ.ფრანსე 13 6 1 6 +25 29(3)
10. ბრივი 13 6 1 6 -53 27(1)
11. პო 13 5 0 8 -46 25(5)
12. ლიონი 13 4 2 7 -35 24(4)
13. ბაიონი 13 3 2 8 -153 16(0)
14. გრენობლი 13 2 0 11 -133 14(6)
მეორე დივიზიონში ისევ დაიბრუნა ლიდერობა თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა", რომელმაც შინ დაამარცხა გიორგი ნაცარაშვილის "კარკასონი" - 33:7. ნაცარაშვილი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო, თეთრაშვილი და ახობაძე მოედანზე ერთდროულად, 50-ე წუთიდან გამოჩნდნენ, მჭედლიძეს არ უთამაშია.
"აჟენს" ერთი ქულით ჩამორჩება ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი", რომელმაც სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 21:16. ვეფხვაძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა განაცხადში არ იყო.
საპლეიოფო ხუთეულშია ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" - 25:21. გორგაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 25-ე წუთზე შეცვალეს, სხვა ქართველებს არ უთამაშიათ.
სტუმრად მოიგო "ბურგუენთან" შალვა სუთიაშვილის "ანგულემმა" - 15:20. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი 49-ე წუთზე შეცვალეს.
PRO D2. XIII ტური
ბიარიცი-პერპინიანი 22:19
ორიაკი-მონ დე მარსანი 25:21
ბურგუენი-ანგულემი 15:20
დაქსი-ალბი 19:23
მონტობანი-კოლომიე 26:11
ვანი-ბეზიე 14:13
აჟენი-კარკასონი 33:7
ნარბონი-ოიონაქსი 21:16
ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) შეცვლაზე (64)
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში (49 წთ)
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (55 წთ)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში (25 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (44 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (27 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ძირითადში
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) შეცვლაზე (50 წთ)
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (50 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) შეცვლაზე (46).
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. აჟენი 13 9 1 3 +63 41(3)
2. ოიონაქსი 13 8 0 5 +97 40(8)
3. მონტობანი 13 9 0 4 +91 38(2)
4. ორიაკი 13 8 0 5 +25 37(5)
5. კოლომიე 13 8 0 5 +67 35(3)
6. ანგულემი 13 7 1 5 +16 32(2)
7. მარსანი 13 6 0 7 +9 31(7)
8. ნარბონი 13 7 0 6 -68 29(1)
9. პერპინიანი 13 5 1 7 +23 28(6)
10. ბიარიცი 13 6 0 7 +4 28(4)
11. კარკასონი 13 6 1 6 -23 27(1)
12. ვანი 13 5 2 6 -48 27(3)
13. დაქსი 13 5 0 8 -52 25(5)
14. ალბი 13 5 1 7 -74 23(1)
15. ბეზიე 13 4 0 9 -18 22(6)
16. ბურგუენი 13 2 1 10 -107 14(4)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"