დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე "მიდი ოლიმპიკის" სიმბოლურში მოხვდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდების უმრავლესობამ წარმატებით იასპარეზა.

"ყველაზე ქართულმა" ფრანგულმა კლუბმა, მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" სტუმრად შეძლო "გრენობლის" დამარცხება - 51:37.

ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში სწორედ "მონპელიეს" ორი ქართველი მორაგბე, მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე და შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ მატჩის 56-ე წუთზე ლელო გაიტანა.

- რაგბი. ლეგიონი: კონსტანტინე მიქაუტაძის ლელო TOP14-ში [VIDEO]

სიმბოლური:
15. უგო ბონევალი (სტად ფრანსე), 14.
დევიდ სტრიტლი (კლერმონი), 13. გაელ ფიკუ (ტულუზი), 12. მაა ნონუ (ტულონი), 11. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე), 10. კოლინ სლედი (პო), 9. ვილი გენია (სტად ფრანსე). 1. კირილ ბეილი (ტულუზი), 2. ტომას ბიანკი (პო), 3. დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე), 4. ლეონე ნაკარავა (მეტრო რასინგი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) 6. ვენსელას ლორე (მეტრო რასინგი), 7. ენტონი ჯელონჩი (კასტრი), 8. ვიქტორ ვიტო (ლა როშელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბ-ნო ბესიკ, თუ შეიძლება შეგისწორებთ :) სწორი ფორმაა - ლელო დადო :)
გიორგი ჩორჩანელი
15:52 06-12-2016
0

სიახლეები პოპულარული