"ყველაზე ქართულმა" ფრანგულმა კლუბმა, მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" სტუმრად შეძლო "გრენობლის" დამარცხება - 51:37.
ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში სწორედ "მონპელიეს" ორი ქართველი მორაგბე, მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე და შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ მატჩის 56-ე წუთზე ლელო გაიტანა.
- რაგბი. ლეგიონი: კონსტანტინე მიქაუტაძის ლელო TOP14-ში [VIDEO]
სიმბოლური:
15. უგო ბონევალი (სტად ფრანსე), 14.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"