რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძისა და შალვა მამუკაშვილის წყვილი ლელო

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე განახლდა ევროთასების გათამაშება. ჩემპიონთა თასისა და "ემლინ ჩენელჯ კაპის" გათამაშებაში ქართველი მორაგბეები და მათი გუნდები წარმატებით ასპარეზობენ.

ჩვენებურთა გუნდებიდან ყველაზე უკეთესი მდგომარეობა "კლერმონს" აქვს. ის თავის ჯგუფში ლიდერობს. პლეი ოფში გასვლის შანსს კი, სხვა დანარჩენებიც, "მონპელიე", "ტულონი" და "ტულუზიც" ინარჩუნებენ.

B ჯგუფში მოასპარეზე ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" სტუმრად ითამაშა აუტსაიდერ იტალიურ "ზებრესთან" და 36:6 გაიმარჯვა. ტულუზელებმა ამ გამარჯვების შემდეგ 8 ქულა დააგროვეს და მეორეადგილოსან ირლანდიურ "ქონოთს" ერთი ქულით ჩამორჩებიან. ჯგუფს ინგლისური "ვოსფსი"
ლიდერობს. კაკოვინს არ უთამაშია.

ინგლისური გუნდი, "სარასენზი" ლიდერობს C ჯგუფშიც. აქ მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" შინ მიიღო უელსური "ჰლანეჰლი" და 31:20 დაამარცხა. ანგარიში მე-5 წუთზე გორგოძემ ლელოთი გახსნა. ის 62-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა თადარიგში იყო და მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა. ტულონელებს ახლა 9 ქულა აქვთ და ლიდერ"სარასენზს" ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

ასევე მეორე ადგილზეა D ჯგუფში მოასპარეზე მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ "კასტრთან" დაპირისპირებაში პატარა გმირობა ჩაიდინა. მატჩის მე-19 წუთზე არბიტრმა წითელი ბარათი დავით ქუბრიაშვილს უჩვენა. "მონპელიე" თამაშის ბოლომდე კაცნაკლული დარჩა. თავდაპირველად კასტრელები დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ლიდერის ფუნქცია საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა კონსტანინე მიქაუტაძემ იკისრა, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და "მონპელიემ" 32:14 გაიმარჯვა. მიქაუტაძე 75-ე წუთზე შეცვალეს.

თავი გამოიჩინა კიდევ ერთმა ქართველმა შალვა მამუკაშვილმა - მეტოქეს 68-ე წუთზე ლელო გაუტანა და ოთხ წუთში მოედანი დატოვა, ძირითად შემადგენლობაში იყო ნარიაშვილიც, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს. "მონპელიე" ლიდერს, ირლანდიურ"ლენსტერს" ერთი ქულით ჩამორჩება და კარგი შანსი აქვს, პლეი ოფში გააღწიოს.

E ჯგუფის ლიდერმა, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" სტუმრად წააგო ირლანდიურ"ალსტერთან" - 32:39. მარცხის მიუხედავად "ვულკანებმა" ორი საპრემიო ქულის მოპოვება შეძლეს, მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და მატჩი რვაზე ნაკლები ქულით წააგეს. ამდენად, გუნდს ახლა 12 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს იმავე "ალსტერს", რომელსაც მომავალ უქმეებზე შინ მიიღებს და რევანშის ასაღებად არაფერს დაზოგავს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

ჩემპიონთა თასი. III ტური
A ჯგუფი
რასინგი-გლაზგო 14:23, მანსტერი-ლესტერ ტაიგერზი 38:0,
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 10 ქულა, 2. გლაზგო - 9, 3. ლესტერ ტაიგერზი - 4, 4. რასინგი - 0

B ჯგუფი
ზებრე-ტულუზი 6:36, ვოსფსი-ქონოთი 32:17
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 12 ქულა, 2. ქონოთი - 9, 3. ტულუზი - 8, 4. ზებრე - 0

C ჯგუფი
სარასენზი-სეილ შარქსი 50:3, ტულონი-ჰლანეჰლი 31:20
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 14 ქულა, 2. ტულონი - 9, 3. ჰლანეჰლი - 4, 4. სეილ შარქსი - 0

D ჯგუფი
ნორსჰემპთონი-ლენსტერი 10:37, მონპელიე-კასტრი 32:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 11 ქულა, 2. მონპელიე - 10, 3. კასტრი - 5, 4. ნორსჰემპთონი - 4

E ჯგუფი
ალსტერი-კლერმონი 39:32, ექსეტერი-ბორდო 7:13
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 12 ქულა, 2. ალსტერი - 9, 3. ბორდო - 9, 4. ექსეტერი - 1.


ჩელენჯკაპის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ცხრა გუნდი ასპარეზობს. ცხადია, მეტ-ნაკლები წარმატებით, თუმცა უმეტეს მათგანს პლეი ოფში გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს.

ყველაზე დიდ ინტერესს ქართველი ქომაგებისთვის, სავარაუდოდ, სოჭში გამართული შეხვედრა იწვევდა, სადაც დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეი", რომელიც იმ დღემდე C ჯგუფში დაუმარცხებელი იყო, ვასილ ლობჟანიძის, კარლენ ასეიშვილისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივს" დაუპირისპირდა.

თავსხმა წვიმაში ფრანგულმა კლუბმა მასპინძლები დაჩაგრა და 43:8 დაამარცხა. გაჩეჩილაძემ სრულად ითამაშა, ლობჟანიძე 58-ე წუთზე შეცვალეს. ორივე ქართველი შესანიშნავად გაისარჯა და გამორჩეულები იყვნენ თავიანთ გუნდებში. ასეიშვილი, ბეკოშვილი და კაჭარავა კი განაცხადში არ იყვნენ.

ამავე ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" შინ დაამარცხა უელსური"ნიუპორტი" - 33:20, ბრეგვაძეს არ უთამაშია.

პირველი გამარჯვება მოიპოვა D ჯგუფში მოასპარეზე გიორგი ნემსაძის "ბრისტოლმა", რომელმაც შინ დაამარცხა დამაჯერებლად ფრანგული "პო" - 41:14. ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფმა" შინ მოუგო ინგლისურ"ბასს" - 28:3. ფექირიშვილი დისკვალიფიცირებულია.

ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ", რომელიც E ჯგუფის ბინადარია, სტუმრად წააგო შოტლანდიურ "ედინბურგთან" - 23:28. ჟვანია თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო, მელიქიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ხუთი წუთით ადრე შეცვალეს.

პლეი ოფში გასასავლელად იბრძვის B ჯგუფში ზაზა ნავროზაშვილის, გიორგი ჯავახიასა და თორნიკე მატარაძის "ლიონი", რომელმაც შინ დაამარცხა დამაჯერებლად ინგლისური "ნიუკასლი" - 42:12. მატარაძე თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო.

ჩელენჯკაპი. III ტური
A ჯგუფი
გლოსტერი-ლა როშელი 35:14, ბაიონი-ბენეტონი 15:28
სატურნირო მდგომარეობა

1. გლოსტერი - 15 ქულა, 2. ლა როშელი - 10, 3. ბენეტონი - 4, 4. ბაიონი - 0

B ჯგუფი
გრენობილი-ოსფრიზი 7:59, ლიონი-ნიუკასლი 42:12
სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 15 ქულა, 2. ლიონი - 10, 3. ნიუკასლი - 5, 4. გრეობლი - 0

C ჯგუფი
ენისეი-ბრივი 8:43, ვორსტერი-ნიუპორტი 33:20
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 9 ქულა, 2. ენისეი - 9, 3. ვორსტერი - 7, 4. ნიუპორტი - 5

D ჯგუფი
კარდიფი-ბასი 28:3, ბრისტოლი-პო 41:14
სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 13 ქულა, 2. ბასი - 8, 3. ბრისტოლი - 5, 4. პო - 4

E ჯგუფი
ტიმიშოარა-ჰარლიქვინზი 3:42, ედინბურგი-სტად ფრანსე 28:23
სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 14 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 12, 3. სტად ფრანსე - 6, 4. ტიმიშოარა - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კონსტანინე მიქაუტაძეკონსტანინე მიქაუტაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული