მორაგბე, რომელმაც მამუკა გორგოძეს სახეზე ფეხი დააბიჯა, დასაჯეს

AutoSharing Option
"ბორდოს" ზელანდიელი ლეგიონერი ლუკ ბრეიდი მამუკა გორგოძისთვის ფეხის სახეზე დაბიჯებისთვის 2-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

- მამუკა გორგოძემ დაიცვა მეტოქე, რომელმაც სახეზე ფეხი დააბიჯა [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტოპ-14-ის მატჩში, რომელშიც გორგოძის "ტულონმა" 37:10 მოუგო "ბორდოს", ბრეიდი ამ საქციელისთვის გააძევეს.

სხვათა შორის, დამნაშავე თავად ქართველმა მორკინალმა დაიცვა, წინასწარი განზრახვით არ დაუბიჯებია ფეხიო.

ზელანდიელი იოლად "გამოძვრა", რადგან დისკვალიფიკაციის ათვლა 4 დეკემბრიდან დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული