შალვა სუთიაშვილმა "ანგულემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორკინალმა შალვა სუთიაშვილმა ფრანგულ "ანგულემთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა - ეს კლუბის ოფიციალურ საიტზე პრეზიდენტმა დიდიე პიშომ გამოაცხადა.
"ანგულემი" Pro D2-ში 40 ქულით მე-5 ადგილზეა. ახლახან, "ნარბონთან" მატჩში ქართველმა ლელო დადო.
32 წლის მორაგბემ ეროვნულ ნაკრებში 62 მატჩში 2 ლელო დადო. 15 შეხვედრაში ის "ბორჯღალოსნების" კაპიტანი იყო.