შალვა მამუკაშვილმა საფრანგეთის TOP 14-ის მატჩში დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
23 დეკემბერს, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის TOP 14-ის მე-14 ტურში დუბლით გამოირჩა შალვა მამუკაშვილი, რომლის გუნდმაც "მონპელემ" საკუთარ მოედანზე "ტულონი" ანგარიშით 33:29 დაამარცხა.

მამუკაშვილმა პირველი "ფრანგული" ლელო მატჩის 37-ე წუთზე დადო, მეორედ კი სტუმართა დამწუხრება 54-ე წუთზე მოახერხა.

"მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში მამუკაშვილთან ერთად, კიდევ ერთმა "ბორჯღალოსანმა", კონსტანტინე მიქაუტაძემ ითამაშა. "ტულონის" რიგებში თავიდანვე იყო ლევან ჩილაჩავა, ხოლო ბადრი ალხაზიშვილმა შეცვლაზე, ბოლო ხუთი წუთი ითამაშა.

14 ტურის შემდეგ "მონპელიეს" 41 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია, "ტულონი" კი 37 ქულით მეხუთეა.

შეგახსენებთ, რომ
შალვა მამუკაშვილმა თავისი პირველი ელიტური ლელო 11 დეკემბერს, ჩემპიონთა თასზე, "კასტრთან" მესამე ტურის შეხვედრაში დადო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ბიჭები გვყავს,ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას,კარგ თამაშს,დადებულ ლელოებს,წარმატებულ სეზონს და ბედნიერ დამდეგ 2017 წელს.
სოსო
16:16 28-12-2016
0
შალვა,გისურვებ გაიმყარო პოზიციები არა მარტო მონპელიეში,არამედ საერთოდ ტოპ 14 ში.იყავი წარმატებული.
პაატა
22:07 24-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული