"მონპელიეს" ნარიაშვილი დაუბრუნდა, მიქაუტაძე ტრავმირებულია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი "მონპელიე" დღეს მორიგი ტურის მატჩში შინ "ბორდოს" დაუპირისპირდება. ჩვენებურთა ამ გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო აქამდე რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდა, რომლებიც ნელ-ნელა გუნდს უბრუნდებიან.

ასე მაგალითად, ერთკვირიანი შვებულება დაუმთავრდათ და "ბორდოსთან" საბრძოლველად მზად არიან ქართველი შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და ფიჯელი გარემარბი ნემანი ნადოლო. ასევე, დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა კიდევ ერთ ქართველ შერკინების ბურჯს, დავით ქუბრიაშვილს, რომელიც, გამორიცხული არ არის, დღეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

სამაგიეროდ, ფეხი იტკინა და საეჭვოა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძის თამაში.

ამასთან ერთად, ტრავმირებულნი არიან ცხრა ნომერი ბენუა პეილოგი, ასევე სამხრეთაფრიკელები, შერკინების კვაჭი ბისმარკ დუ პლესი და მესამეხაზელი ჟაკ დუ პლესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული