მამუკა ლოსაბერიძე: სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ქართველი მამუკა ლოსაბერიძე გახდა.

რა ხედვები აქვს ლოსაბერიძეს და როგორ წარმოუდგენია რუსული რაგბის განვითარება, ამასთან დაკავშირებით ის გაზეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ იცის, როგორ უნდა დაამარცხონ რუსმა მორაგბეებმა "ბორჯღალოსნები".

ჩვენ კი ინტერვიუს რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს გთავაზობთ.

- ბოლო წლებში სულ რუსულ რაგბიში ხართ. ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი როდის და რატომ გაგიჩნდათ?
- წლებია, ამ თანამდებობაზე ალტერნატივა არ ყოფილა. 2003 წლიდან ვიაჩესლავ კოპიევი იყო ფედერაციის პრეზიდენტი და ყოველ წელს
უკან მიდის რუსული რაგბის საქმე. 142-მილიონიან ქვეყანაში მორაგბეს რომ ვერ მოძებნი და მორკინალი არ გეყოლება, რაზეა ლაპარაკი?

კოპიევის თამადობით, ფედერაციის თანამშრომლების 90% რაგბისგან ძალიან შორს მყოფი ჩინოვნიკია. არადა, სწორედ ჩინოვნიკებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. ამიტომაც გადავწყვიტე პრეზიდენტობისთვის ბრძოლა.

- 1993 წლის შემდეგ რუსეთის ნაკრებს საქართველოსთვის აღარ მოუგია. რუსები როგორ უყურებენ ამ სტატისტიკას?
- ალალად გეტყვით: ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრები კიდევ კარგა ხანს ვერ მოუგებს საქართველოს! აქაურებს ხშირად ვეუბნები, თუ საქართველოს დაამარცხებთ, მერე შეიძლება რამეზე ლაპარაკი-მეთქი. ჩვენი უმთავრესი ამოცანაც სწორედ ისაა, საქართველოს და რუმინეთის დამარცხებაზე ვიფიქროთ. ქართველი ვარ და სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები, მაგრამ, ჯერჯერობით, არა მყავს საჭირო შემადგენლობა. ტყვია-წამალი არის, მსროლელები - არა. რაც შეეხება საქართველოსთან მუდმივ წაგებას, აქ ამაზე გული არ შესტკივათ, არ აინტერესებთ... წააგეს 0:100? მერე რა?! 25 წელიწადია, ვაგებთ, მაგრამ... ვისაც აინტერესებდა, მოიგო არჩევნები, მოვიდა და საქმის გაკეთებასაც აპირებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

Sportall.Ge

- ქართველი მორაგბეებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლიაო, თქვით. რას გულისხმობდით?
- ქუთაისის "აია" ჩემი საყვარელი გუნდია, ქალაქის მეორე გუნდის - "ბაგრატის" შექმნაშიც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. ავთო იობიძე, დუგლას კავთელაშვილი ჩემი მეგობრები არიან და შეძლებისდაგვარად, ვეხმარებოდი "ბაგრატს" - ფინანსურად, ფორმით, ინვენტარით. მინდა, რუსეთიდან რამდენიმე ლეგიონერი ჩავიდეს "ბაგრატში" და სეზონის ბოლომდე საქართველოში ითამაშონ. აკადემიაშიც მსურს რამდენიმე სპეციალისტის გამოგზავნა, ასევე, საქართველოში შეკრებებისა და თამაშების გამართვა. "რაგბი ევროპის" მატჩის გარდა, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზეც ვგეგმავ ჩამოსვლას, რათა რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი დავამყარო საქართველოს რაგბის კავშირთან.

- ქართველი მორაგბეების გადაბირებასაც ხომ არ აპირებთ რუსეთში?
- ვაპირებ, მაგრამ ისეთი მორაგბეების, ვინც ძმები ცნობილაძეებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ისევე ითამაშებს, როგორც რუმინეთთან ან ესპანეთთან შეხვედრებში. აქამდე მხოლოდ ერთმა - პავლე კვერნაძემ ითამაშა. სხვათა შორის, ჩემი მოსწავლეა... ასე რომ, ქართველს მხოლოდ იმ პირობით წამოვიყვან, თუ საქართველოსთანაც ითამაშებს­. რაგბიში პოლიტიკა არ არსებობს და არც უნდა იყოს! კარგი იქნება, ქართველებმა თუ ასახელეს რუსეთი...

- რუსეთისთვის კი იქნება კარგი, მაგრამ ამის გამო სამშობლოში რომ გაგინაწყენდებიან?
- არა მგონია... დარწმუნებული ვარ, წლების გასვლასთან ერთად ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და საქართველო და რუსეთიც აღადგენენ ურთიერთობას!

- მაგრამ როგორ უნდა ითანამშრომლო და "იმეგობრო" ქვეყანასთან, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს?
- შეიძლება ჩვენ შევცდით რაღაცაში, შესაძლოა, რუსეთი და ამის გამო ტრადიციული კავშირი გაწყდა... მაგრამ ვიმეორებ - ადრე თუ გვიან, ყველა მდინარე დაუბრუნდება ძველ კალაპოტს...

- 12 მარტს "დინამო არენაზე" საქართველო-რუსეთია. რას ელით მომავალი მატჩისგან?
- საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ვუყურებ, თანაც მეც 9-ნომერი ვიყავი და ვიცი პატარა ეშმაკობები, რაც საქართველოს ნაკრებს არ მოსწონს. ასე რომ, რუსეთის ნაკრების მწვრთნელსა და მოთამაშეებს აუცილებლად მივცემ დარიგებას, როგორ ითამაშონ ქართველების წინააღმდეგ.

- რას ეტყვის რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძე თავის სამშობლოს?
- განსაკუთრებულად მოვიკითხავ ქართულ სარაგბო სამყაროს, საქართველოს კი მშვიდობიან წელს, წარმატებასა და გაერთიანებას ვუსურვებ! აქვე ჩემს გულისტკივილსაც გაგიმხელთ: ერთადერთი ქართველი ვარ რუსული რაგბის სათავეში, ამდენს მივაღწიე ამხელა ქვეყანაში, საქართველოში კი ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე...

არც ერთ რუსს, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, ფიქრობენ, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ჩვენი ერები ისევ დაახლოვდნენ და დღეს არსებული პრობლემებიც მოგვარდეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 62 /
ეხლა წარმოიდგინეთ ამ კაცმა ყველაფერი რომ გააკეთოს, რომ რუსეთთან ამ დარგში წავაგოთ(რაც დღეს გამორიცხულია), არადა დამოუკიდებლად მოვახარხეთ და მსოფლიო რაგბში მაინც გვიცნობენ... რა გამოვა??? მოყვარეა ეს კაცი თუ მოღალატე??? თუმცა ჰეიგმა ზელანდიის წინააღმდეგ წაიყვანა საქართველოს ნაკრები, მაგრამ ეს სხვა პეიზაჟია, საქართველოს ზელანდია ოკუპირებული არ აქვს...
აფხაზი
01 თებერვალი 2017 18:43
0
მე მრცხვენია ასეთი არაპატრიოტულად განწყობილი ქართველების დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის და საამაყო სპორტის მიმართ!!
Gio
01 თებერვალი 2017 17:14
0
რა ვქნა კაცო, ეს ქართველები რატო ვერ ვხვდებით, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მასთან შეიძლება გვქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა, პოლიტიკურიც უნდა გვქონდეს, რადგან მეზობელია და ვერ ავცდებით, მაგრამ მეგობრობა ცოტა სხვა რამაა და მგონი პარტნიორობა და მეგობრობა გვერევა ერთმანეთში. ახლა ამ კაცის კომენტარები: ქართველი ვარ და კარგად ვიცი საქართველო როგორ დავამარცხოო, რუსეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო, და ა. შ. მე ასეთი ქართველობის არ მწამს და არც პატრიოტად მიმაჩნია ასეთი ხალხი. შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს, ისეთს არაფერს ვამბობ, უბრალოდ ფაქტებიდან გამომდინარე ვმსჯელობ. რუსეთში ფული იშოვა, კარიერა გაიკეთა, მის მიმართ კარგად არიან განწყობილნი, მოდი აბა ისეთი რამე თქვას, რომელიც საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს, მაინც კარგად იქნებიან მის მიმართ განწყობილნი? და თუ ეს ასე არ არის მაშინ რა გამოდის? ............................ რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოს მოსაგებად არ "დანიშნეს" ეს კაცი და ამ დუნიაზე მხოლოდ ჩვენ ორი არ ვთამაშობთ რაგბს, მაგრამ მაშინ ალალად თქვი რა, რომ საქართველოს ინტერესებს გირჩევნია საკუთარი, პირადი ინტერესები და ნუღა მოყვები ამას დავეხმარე და ეს გავაკეთე საქართველოსთვის და ნახეთ რამხელა ამაგი მაქვს ჩემი სამშობლოს მიმართო. ასეთი ხალხის აშენებული და წინწასული საქართველოსი არ მჯერა, არ მჯერა, რომ ასეთ ხალხს საქართველოს სიკეთისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, ბოლომდე შეუძლიათ თავგანწირვა და პირადი მიზნების გვერდით გაწევა, რადგან საჯარო პირს, რომელსაც აბარია ესა თუ ის სფერო, სწერედაც, რომ ასეთი თვისებები უნდა გააჩნდეს და მხოლოდ ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ფიქრობდეს. ვინაიდან ასეთი ბატონები ისეთი ქვეყნის სამსახურში დგანან, როგორიც რუსეთია, რომელმაც მშვენივრად იცის წართმეული ტერიტორიები ვისია, თუმცა არად დაგიდევს და ამდენ ადამიანს გიხოცავს, ნელ-ნელა მოიწევს და ფაქტიურად ანექსიას ახორციელებს ვერაფრით იქნებიან პატრიოტები, ე.ი. საქართველოს ინტერესების დამცველნი, ამიტომ ვერაფრით ვიქნები ასეთი პიროვნებების მიმართ კეთილგანწყობილი და არც ის გამიხარდება წარმატებას რომ აღწევს სადღაც. ამიტომ შენიშვნა, რომ ამხელა ქვეყანაში ნახეთ რამხელა წარმატებებს მივაღწიე, თქვენ კი ამას არ აღნიშნავთო, ცოტა უადგილოდაც კი მიმაჩნია.
patrioti
01 თებერვალი 2017 17:14
0
რატომ??? არე გა-ვ-ეცით ღირსეული ფასუხი დღემდე , და არ მი-ვ-უჩინეთ საკადრისი ადგილი, სხვა ნიჭიერ მაგრამ ზნედაცემულ ქართველებს,ქართველებო!ვინმემ აიმაღლა ხმა არაქართველ ფეტრე ბაგარატიონების და რუსი თუ ოსმალო ფარსის ნაქართველარი მხედართმთავრების და ფოლიტიკუსების გაუთავებელი რიგის .... ორჯონიკიძეებით და შევარდნაძეებით და უფრო აქეთაც,ეხლაც,დამთავრებულით.მარტო მეთვრამეტე საუკუნიდან დაწყებული დღემდე, ადრეულ დროს არც ვამბობ იმდენი არაქართველი "მოღვაწეობდა" დედა სამშობლოს იგნორირებით,სხვათა სიძლიერისთვის, ხელოვნებაშიც,....ასობით ნიჭიერი "არტისტების და უჩონების რანგში" რამდენი უფესვოდ დარჩენილი ღრუზინობდა ან გიურჯობდა სხვათა სახრად....სუმბათაჟვილ-იუჟინის,მარჯანოვის,ვახტანგოვის ...დღევანდელ კარიერისტ მედროვეებთან,სტურუა,შენგელაია ჩხეიძეების..... და კიდევ ასობით წვრილ წვრილი ღრუზინების სახით ან არაქართველ ნიჭიერ ღრუზინ მეცნიერებს,გადამთიელეთში მოღვაწეებს საქართველოსთვის უვარგისებს,ძველებს აღარ ჩამოვთვლი,....ციციშვილებს,ჯანელიძეებსს,ნადირაძებსეს და სხვათა....არავის ახსოვს ქართველებისგან დავიწყებულები არიან,ახალ უსამშობლოებზე ვიტყვი,წერეთლებსა,ბოკერიებს,კეკელიძეებზე .... და სხვათა უფრო რანგით დაბლა მყოფ "ქართველ ფროფესორ დოქტორანტებს",რაღაცით განაწყენებულებსა დედა -საქართველოზე,და გადაბარგულებს სხვაგან,უგზო უკვლო ბორიალით ამ წუთი სოფლად ყოფნისას,გაეცათ საკადრისად??? ქართული მტკიცე ამომძირკვავი სამშობლოს გულიდან მათნაირებისათვის ფასუხი მამულისშვილ ქართველებისაგან,არა!!! ფირიქით ღირსების ვარსკვლავებს და ქართველებისათვის წმინდა ადგილებზე დაკრძალვით ვაღზევებთ,ხოდა ვიყუჩოთ,სფორტსმენების მიერ,რიგითი ჭკუის მქონე ხალხის მიერ ,ქცევებისა გამო ,კავაზაშვილები ,მამულაშვილები თუ სხვანი,რომელნიც იყვნენ და არიან გადაგვარებისა გზაზე შემდგარნი შეუცნობლად თუ გონებრივად შეგნებულობით თვისითა."რასაც ვთესთ ,იმასვე ვიმკით და "სამშობლო დედის ძუძუი,არ გაიცვლების სხვაზედას" დამვწყებელნი,არარაობებად,ნაცარტუტად მოვლენლნი, ამ დუნიაზე.
Great Br-sh
01 თებერვალი 2017 13:30
0
კიდევაც რუსებს უნდა ჰქონდეთ რამე ქართველების საწინააღმდეგო?
გიორგიპირველი
01 თებერვალი 2017 12:57
0
cadii......turme ak titkos ganacyenebulebi vart da ager ipova gza hurisziebis..fuu ai eseni vart vitom kartveli vajkacebi. ase vikcevit yvela sferoshi da imitomac vart gaubedurebulebi. aba pribaltikis kveynebhi naxet ra xdeba ik ase ar ikcevian ik namdvili kacebi da kalebi cxoroben hvengan gansxvavebit da kveyana uketesad uyvart vidre hven.
halagaji
01 თებერვალი 2017 09:04
0
Mere gadadgit is erti nabiji mtaceblebo daabrunet rac ar gekutvnit!
ZURA
01 თებერვალი 2017 06:43
0
შე საბჭოთა გადმონაშთო საერთოდ აღარ ჩამოხვიდე კაცი მტერთან რომ წახვალ რაღაზე უნდა ელაპარაკო ფუუუუუ
asd
01 თებერვალი 2017 03:40
0
კიდევ ერთი იუდა გამოჩნდა
თორნიკე
31 იანვარი 2017 21:11
0
მეგობრებო ყველა ერთად, ჩვენს მორაგბეებთან ერთად სულ მალე დავანახებთ ამ კაცს რამხელა განსხვავებაა ქართულ და რუსულ რაგბს შორის.და კიდევ ჩვენ ძალიან გვაწყობს ძლიერი რუსეთის ნაკრები.ამ კაცისგან განსხვავებით ქართველები ყოველთვის პატივს ვცემთ ძმებ ცნობილაძეებს
გურჯი
31 იანვარი 2017 20:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული