- ქართველი მორაგბეებით გაძლიერებული "კრასნი იარი" "ტიმიშოარას" ერკინება
- რუსთავში "ჩელენჯ ქაფის" საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართება
პირველ აპრილს, 15:00 საათზე, რუსეთის 2015 წლის ჩემპიონი "კრასნი იარი" რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა სარასენსს" "რუსთავი არენაზე" 2017-18 წლების "ჩელენჯ ქაფის" საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველ მატჩში უმასპინძლებს.
კრასნოიარსკში რთული კლიმატური პირობების გამო ტურნირის ორგანიზატორმა ეპკრ-მა (ევროპის პროფესიული კლუბური რაგბი; EPCR) "კრასნი იარს" საშინაო შეხვედრების საკუთარ მოედანზე ჩატარება აუკრძალა.
ციმბირელებმა ალტერნატივის ძებნა დაიწყეს და თხოვნით მიმართეს საქართველოს რაგბის კავშირს, რომ
მეორე მიზეზი, რის გამოც კრასნოიარსკელებმა თამაშის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტეს, ექვსი ქართველი მორაგბეა, რომლებიც "კრასნი იარის" ღირსებას დაიცავენ.
ესენი არიან: "ბორჯღალოსანთა" მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რუსთაველი ბურჯი მიხეილ წიკლაური, ქუთაისელი ძმები - გრიგოლი (ბურჯი) და ვალერი (კვაჭი) ცნობილაძეები; მათ გარდა, კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმეს და "იარს" "ტიმიშოარასთან" მატჩებში დაეხმარებიან "ბორჯღალოსნები" - მესამეხაზელი ლაშა ლომიძე და გარემარბი გიორგი ფრუიძე.
რუსები იმედოვნებენ, რომ ექვსი ქართველის მოედანზე ყოფნა "რუსთავი არენაზე" ქართველ გულშემატკივარს მიიზიდავს და მათი მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ.
მატჩზე დასწრება მსურველთათვის თავისუფალია.
კლუბების შესახებ
"კრასნი იარი" 1969 წელს "პოლიტეხნიკის" სახელით დაარსდა. 1981 წლიდან 1989 წლამდე "ექსკავატორ ტიაჟსტროის" სახელით თამაშობდა, მომდევნო ერთი წელი "კრასნოიარსკ ექსკავატორსტროი" ეწოდებოდა და 1990 წლიდან "კრასნი იარის" სახელით თამაშობს.გასული საუკუნის 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კრასნოიარსკული და ქართული კლუბების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. 1990 და 1991 წლებში "კრასნი იარი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1988 წელს ვერცხლის, ხოლო 1989 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
დღეისათვის ის რუსეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და 10-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1992, 1994-98, 2000, 2001, 2013 და 2015 წლებში), 8-ჯერ მოიგო რუსეთის თასი (1995, 1996, 1998, 2002, 2006, 2011, 2013 და 2015 წლებში), 2016 წელს გახდა რუსეთის სუპერთასის მფლობელი, 8-ჯერ მოიპოვა ვერცხლის და 5-ჯერ ბრინჯაოს მედლები. შარშან ის ფინალში დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეისთან" დამარცხდა.
2013 და 2015 წლებში "კრასნი იარი" რუსეთის წლის საუკეთესო სარაგბო გუნდად დასახელდა.
ქართველი ლეგიონერების გარდა, მის შემადგენლობაში რუსეთის ნაკრების 8 წევრი თამაშობს, ასევე, ლეგიონერები მოლდოვეთიდან და ტონგადან. გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ნიკოლაიჩუკი, ხოლო კაპიტანი ვასილი არტემიევია.
2015 წელს მოპოვებული ჩემპიონობის გამო "კრასნი იარს" შარშან "ჩელენჯზე" უნდა ეთამაშა, მაგრამ ეპკრ-მა ეს უფლება "ენისეის" გადასცა (რომელმაც მანამდე "ჩელენჯ ქაფზე" წარმატებული თამაში აჩვენა), ხოლო "იარს" შესარჩევ ტურნირში მოუწია ჩართვა, სადაც მათ იტალიური "მოლიანო" 48:24 და ესპანური "ელ სალვადორი" 32:5 დაამარცხეს, გერმანიაში "ჰაიდელბერგს" 50:21 მოუგეს, ხოლო გადამწყვეტ მატჩში "როვიგოს" იტალიაში 42:11 სძლიეს და საკვალიფიკაციო პლეი ოფში გავიდნენ.
"ბორჯღალოსანმა" ლაშა მალაღურაძემ "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევი ტურნირის 4 მატჩში გუნდს 40 ქულა შესძინა.
"ტიმიშოარა სარასენსი" 2014 წლიდან ინგლისური კლუბის, "სარასენსის" გლობალური ქსელის ნაწილია, რომლის წევრიც ასევე საქართველოს ჩემპიონი "ლელო-სარასენსიცაა".
მის შემადგენლობაში, რუმინელი მორაგბეების გარდა, სამხრეთაფრიკელი, ახალზელანდიელი, ტონგელი, ავსტრალიელი და ფიჯელი ლეგიონერები თამაშობენ. მისი ორივე მწვრთნელი ახალზელანდიელია, რომელთაგან ერთ-ერთს - სოსენე ანესის 2005 წლის 10 ივნისს "ოლ ბლექსის" რიგებში ფიჯის წინააღმდეგ უთამაშია.
"ტიმიშოარა სარასენსიდან" რუმინეთის ნაკრებში ყოველწლიურად 8-10 მოთამაშე ხვდება. მათ შორისაა 5 უცხოელი მოთამაშე, რომლებმაც რუმინეთის მოქალაქეობა მიიღეს და "მუხების" რიგებში თამაშის უფლება მოიპოვეს.
"ტიმიშოარა სარასენსი" რუმინეთის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა (2012, 2013 და 2015 წლებში). ის რუმინეთის სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია, რადგან 2016 წელს დაწყებული ჩემპიონატი წელს დასრულდება. გუნდმა 4-ჯერ მოიგო რუმინეთის თასი (2011, 2014, 2015 და 2016 წლებში) და ერთხელ გახდა ქვეყნის "სამეფო თასის" გამარჯვებული.
2016/17 წლების "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ეტაპზე რუმინულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე 15 ქულა მოაგროვა და პლეი ოფში ორივე შეხვედრაში აჯობა იტალიურ "კალვიზანოს". უშუალოდ "ჩელენჯ ქაფზე" რუმინელებმა ოთხივე შეხვედრა დათმეს: "ედინბურგთან" შინ 17:59 და შოტლანდიაში 3:49, "ჰარლიქვინზთან" შინ 3:42 და ინგლისში 75:3, "სტად ფრანსესთან" საფრანგეთში 27:0 და შინ ჩაეთვალათ ტექნიკური წაგება 0:28.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/424756-kaspis-municipalitetis-sofel-kodistsyarodan-gatacebuli-ori-piri-gaathavisufles.html
აბა მოდერ მიდი კაცურად დაბლოკე!! :)