რუსული "კრასნი იარი" და ინგლისური "ლონდონ აირიში" თბილისში ითამაშებენ

AutoSharing Option
Сhallenge Cup-ის მეოთხე ჯგუფის მე-6 ტურის მატჩი თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება.

3 200 ადამიანის ტევადობის სტადიონზე 20 იანვარს რუსული "კრასნი იარი" ინგლისურ "ლონდონ აირიშს" დაუპირისპირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "ავჭალის" სტადიონმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. "ავჭალის" სტადიონზე ნატურალური ბალახის საფარია.

აქვე გეტყვით, რომ რუსული კლუბის შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბე: გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე თამაშობენ, ხოლო "ლონდონ აირშის" ღირსებას ლაშა ლომიძე იცავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რუსი ოკუპანტია გეთანხმებით,მაგრამ რა თურქეთი ნაკლებად ოკუპანტია?საქართველოს ტერიტორიის თითქმის მესამედი აქვს წაღებული და ამ თურქ ოკუპანტს მთელი აჭარაც ჩავაბარეთ ჩვენივე ხელით და აგერ თბილისშიც გავაჯეჯილეთ,ჩვენი ქალები თურქეთში ჩვენივე ნებით გაუშვით და იქ რას საქმიანობენ ერთმა ღმერთმა უწყის,მიუხედავად იმისა,რომ სპორტი პოლიტიკაც არის,მე ვემხრობი თუნდაც ოკუპანტი ქვეყნების გუნდების თბილისში თამაშს და ჩვენი ნებაა ვის ვუგულშემატკივრებთ,თუ ასე არ მოვიქცევით მაშინ იზოლაციაში აღმოვჩნდებით,ტერიტორიების ჩვენ ასე გულზე მჯიღის ცემით ვერ დავიბრუნებთ და სპორტულადაც დავზარალდებით,ვერ განვითარდებით,ტერიტორიების დაბრუნება კი აუცილებლად მოხდება ეს აქსიომაა,ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება,როდის?როცა ქართველი ერი გაერთიანდება და ქვეყანაში მოყვასის სიყვარული დაისადგურებს,დღევანდელი საქართველო კი რაც უნდა საწყენი იყოს ტერიტორიების დასაბრუნებლად მზად არ არის,რადგან ერთმანეთის სიძულვილით ვართ დაავადებული და დაავადებული ერი ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს.
ნიკოლოზი
11:03 22-12-2017
2
სპორტიც პოლიტიკაა, რუსეთი და რუსიც ჩვენი მტერია 100%, მაგრამ ინგლისელიც, გერმანელიც, და ამერიკელიც, ნებისმიერი უცხოელი ასევე ჩვენი მტრის მეგობარია უფრო ვიდრე ჩვენი. ნებისმიერი "მოძმე ერი" გაგვცვლის რუსეთზე თუ სარგებელს ნახავს. ვისხდეთ აწი გამოკეტილები და შუბლშეკრულები.

ვერ ხვდებით, რომ ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა ასეთი თამაშები? ჭკუა აქვს და კარგადაც იყენებს ამას ჩვენი რაგბის თემი. და პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთებაც არ აკლია. ნეტა მეტი ასეთი შეხვედრა ჩატარდეს საქართველოში.სარაგბო პერიფერიიდან პატარა მაგრამ რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბების გზა იკვალება ასეთი შეხვედრებით.
ანდრი
17:36 21-12-2017
2

სიახლეები პოპულარული