რუსული კლუბი "ჩელენჯ ქაფის" საკვალიფიკაციოს მატჩს რუსთავში გამართავს

AutoSharing Option
- უცხოური გუნდი მეტოქეს საქართველოში პირველად უმასპინძლებს
- ქართველი მორაგბეებით გაძლიერებული "კრასნი იარი" "ტიმიშოარას" ერკინება
- რუსთავში "ჩელენჯ ქაფის" საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართება


პირველ აპრილს, 15:00 საათზე, რუსეთის 2015 წლის ჩემპიონი "კრასნი იარი" რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა სარასენსს" "რუსთავი არენაზე" 2017-18 წლების "ჩელენჯ ქაფის" საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველ მატჩში უმასპინძლებს.

კრასნოიარსკში რთული კლიმატური პირობების გამო ტურნირის ორგანიზატორმა ეპკრ-მა (ევროპის პროფესიული კლუბური რაგბი; EPCR) "კრასნი იარს" საშინაო შეხვედრების საკუთარ მოედანზე ჩატარება აუკრძალა.

ციმბირელებმა ალტერნატივის ძებნა დაიწყეს და თხოვნით მიმართეს საქართველოს რაგბის კავშირს, რომ
მატჩი რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართულიყო, სადაც მათ შარშან წინასასეზონო შეკრება გამართეს.

მეორე მიზეზი, რის გამოც კრასნოიარსკელებმა თამაშის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტეს, ექვსი ქართველი მორაგბეა, რომლებიც "კრასნი იარის" ღირსებას დაიცავენ.

ესენი არიან: "ბორჯღალოსანთა" მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რუსთაველი ბურჯი მიხეილ წიკლაური, ქუთაისელი ძმები - გრიგოლი (ბურჯი) და ვალერი (კვაჭი) ცნობილაძეები; მათ გარდა, კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმეს და "იარს" "ტიმიშოარასთან" მატჩებში დაეხმარებიან "ბორჯღალოსნები" - მესამეხაზელი ლაშა ლომიძე და გარემარბი გიორგი ფრუიძე.

რუსები იმედოვნებენ, რომ ექვსი ქართველის მოედანზე ყოფნა "რუსთავი არენაზე" ქართველ გულშემატკივარს მიიზიდავს და მათი მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ.

მატჩზე დასწრება მსურველთათვის თავისუფალია.

კლუბების შესახებ
"კრასნი იარი" 1969 წელს "პოლიტეხნიკის" სახელით დაარსდა. 1981 წლიდან 1989 წლამდე "ექსკავატორ ტიაჟსტროის" სახელით თამაშობდა, მომდევნო ერთი წელი "კრასნოიარსკ ექსკავატორსტროი" ეწოდებოდა და 1990 წლიდან "კრასნი იარის" სახელით თამაშობს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კრასნოიარსკული და ქართული კლუბების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. 1990 და 1991 წლებში "კრასნი იარი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1988 წელს ვერცხლის, ხოლო 1989 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

დღეისათვის ის რუსეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და 10-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1992, 1994-98, 2000, 2001, 2013 და 2015 წლებში), 8-ჯერ მოიგო რუსეთის თასი (1995, 1996, 1998, 2002, 2006, 2011, 2013 და 2015 წლებში), 2016 წელს გახდა რუსეთის სუპერთასის მფლობელი, 8-ჯერ მოიპოვა ვერცხლის და 5-ჯერ ბრინჯაოს მედლები. შარშან ის ფინალში დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეისთან" დამარცხდა.

2013 და 2015 წლებში "კრასნი იარი" რუსეთის წლის საუკეთესო სარაგბო გუნდად დასახელდა.

ქართველი ლეგიონერების გარდა, მის შემადგენლობაში რუსეთის ნაკრების 8 წევრი თამაშობს, ასევე, ლეგიონერები მოლდოვეთიდან და ტონგადან. გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ნიკოლაიჩუკი, ხოლო კაპიტანი ვასილი არტემიევია.

2015 წელს მოპოვებული ჩემპიონობის გამო "კრასნი იარს" შარშან "ჩელენჯზე" უნდა ეთამაშა, მაგრამ ეპკრ-მა ეს უფლება "ენისეის" გადასცა (რომელმაც მანამდე "ჩელენჯ ქაფზე" წარმატებული თამაში აჩვენა), ხოლო "იარს" შესარჩევ ტურნირში მოუწია ჩართვა, სადაც მათ იტალიური "მოლიანო" 48:24 და ესპანური "ელ სალვადორი" 32:5 დაამარცხეს, გერმანიაში "ჰაიდელბერგს" 50:21 მოუგეს, ხოლო გადამწყვეტ მატჩში "როვიგოს" იტალიაში 42:11 სძლიეს და საკვალიფიკაციო პლეი ოფში გავიდნენ.

"ბორჯღალოსანმა" ლაშა მალაღურაძემ "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევი ტურნირის 4 მატჩში გუნდს 40 ქულა შესძინა.

"ტიმიშოარა სარასენსი" 2014 წლიდან ინგლისური კლუბის, "სარასენსის" გლობალური ქსელის ნაწილია, რომლის წევრიც ასევე საქართველოს ჩემპიონი "ლელო-სარასენსიცაა".

მის შემადგენლობაში, რუმინელი მორაგბეების გარდა, სამხრეთაფრიკელი, ახალზელანდიელი, ტონგელი, ავსტრალიელი და ფიჯელი ლეგიონერები თამაშობენ. მისი ორივე მწვრთნელი ახალზელანდიელია, რომელთაგან ერთ-ერთს - სოსენე ანესის 2005 წლის 10 ივნისს "ოლ ბლექსის" რიგებში ფიჯის წინააღმდეგ უთამაშია.

"ტიმიშოარა სარასენსიდან" რუმინეთის ნაკრებში ყოველწლიურად 8-10 მოთამაშე ხვდება. მათ შორისაა 5 უცხოელი მოთამაშე, რომლებმაც რუმინეთის მოქალაქეობა მიიღეს და "მუხების" რიგებში თამაშის უფლება მოიპოვეს.

"ტიმიშოარა სარასენსი" რუმინეთის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა (2012, 2013 და 2015 წლებში). ის რუმინეთის სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია, რადგან 2016 წელს დაწყებული ჩემპიონატი წელს დასრულდება. გუნდმა 4-ჯერ მოიგო რუმინეთის თასი (2011, 2014, 2015 და 2016 წლებში) და ერთხელ გახდა ქვეყნის "სამეფო თასის" გამარჯვებული.

2016/17 წლების "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ეტაპზე რუმინულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე 15 ქულა მოაგროვა და პლეი ოფში ორივე შეხვედრაში აჯობა იტალიურ "კალვიზანოს". უშუალოდ "ჩელენჯ ქაფზე" რუმინელებმა ოთხივე შეხვედრა დათმეს: "ედინბურგთან" შინ 17:59 და შოტლანდიაში 3:49, "ჰარლიქვინზთან" შინ 3:42 და ინგლისში 75:3, "სტად ფრანსესთან" საფრანგეთში 27:0 და შინ ჩაეთვალათ ტექნიკური წაგება 0:28.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 25 /
რამე სახეობა თუ არსებობს ბუნებაში ყველაფერს სოჭში ატარებენ,ჩაეტარებინათ ესეც,მაგრამ აქ სხვა რამ დევს,თან ნახეთ რაგბით დაიწყეს,სახეობით რომელიც საქართველოშიN1.რაც შეეხება რუსულ გუნდების ქომაგობა,უქომაგეთ რამდენიც გინდათ და როგორც გინდათ, ეგ თქვენი ნებაა ამას ვერავინ დაგიშლით, ეს გემოვნების საკითხია,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ,აქ უნდა ჩამოვიდნენ და ითამაშონ.ეს სხვა ქქვეყანაა.კიპროსმა რომ თურქეთში ითმაშოს ეხლა,ან პირიქით, როვორია
კახა ქირია
25 მარტი 2017 15:45
0
აი ეს წაიკითხეთ კარგად ....დ!!! რუსთავიდან 40 კმ-ზე ხდება!!!!
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/424756-kaspis-municipalitetis-sofel-kodistsyarodan-gatacebuli-ori-piri-gaathavisufles.html

აბა მოდერ მიდი კაცურად დაბლოკე!! :)
oe!!
25 მარტი 2017 13:24
0
გეთანხმები სრულიად!!! მართლა სირცხვილია!!! მაგრამ --აგერ მხარდამჭერებიც ჰყავს!! როგორ სთქვა ილიამ?! :(
კახა ქირია-s
25 მარტი 2017 13:20
0

რაზეც ვწუხდი-,,ქოცები რაგბის სამყაროშიც არ შევიდესო,, მგონი სამწუხაროთ... ეს ხდება მიზანმიმართულად!

გასაქმებთ თავზე ურუს-მოღოლები ქართველობავ ყველგან და ყველა სფეროში,და ამასაც ა რ ხვდებით ?

რაოო,სპორტი და პოლიტიკა რა შუაშიაა,ხოო ?!
ამას პუწინი და მისი პროპაგანდისტები გეუბნებათ როცა კიდევ უფრო დაბოლება და დეგრადირება სურს ქართველობის და თქვენც...

ეს ის ურუსი რეგბისტები ხომ არ არიან ?!-ს ი ს ხ ლ ი თ მონათესავე უკრაინელი ერის ღირსება რომ გათელეს და უკიდურესი ცბიერებით და ცინიზმით ყირიმის ოკუპაცია რომ მოახდინა და მერე ,,სპორტსმენ,,-მა-რაგბისტებმა უკიდურესი ც ი ნ ი ზ მ ი თ იქ ,,საჩვენებელი,, თამაშები რომ ჩაატარეს ?!!!

ასე უ ღ ი რ ს ი,უპრინციპო,მტერთან მხდალი და მორჩილი როგორ შეიქენი-თ ქართველობავ ამ ივანა-ს-შვილების ხელში?!
რ ა გჭირთ ?!

ამ ვითომ რუსული სპორტული საქციელებით,მერწმუნეთ ქართული რაგბის მიმართ პატივისცემა დასავლეთისაგან სერიოზულად დ ა კ ნ ი ნ დ ე ბ ა -ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ა დ,რომც არ უნდოდეთ (!)
უბრალოდ მძლავრი მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი წინააღმდეგობებია (!)
რუსეთი შინ თამაშის მოტივით,საქართველოში ათამაშებთ-ოოოო ?!
იმ რუსეთის რომლის შედეგად 25 % ოკუპირებული გაქვთ,ქართველთა ეთნოწმენდები მოგიწყვეს,ქართველ ვაჟკაცები დაგიხოცეს,ქალებს და ბავშვებს მუხლებში ესროდნენ და ც ო ც ხ ლ ა დ ჭაში გიყრიდნენოოო...300 ათასი ლტოლვილი გყავთ და დღესაც ტერ ანექსიას ინტენსიურად ახდენენო და...

სახელმწიფოებრიობა 2-ჯერ გაგიუქმეს და მე-3-დაც რომ ცდილობენოოოო?!

მართლა გგონიათ პოლიტიკა და სპორტი ერთი არ არის ?!

რა დრო იყო- 46-0 რომ უგებდით ურუსეთს,რას იზამ ქართველთა ნაწილის უ ღ ი რ ს ი-და კარიერისტული ბუნებით ურუსები აქაც იძიებენ შურს და არ არის გამორიცხული ,მცირე დროში ურუსეთის დონეზეც ჩამოვიდეთ !
1.

საეჭვოდ დაუპირისპიდენენ მილტონ ჰეიგს
(ჯერ ახალგაზრდები უ ნ დ ა გამოვცადოთო,და მერე ცოტა შედეგზე რომ იმოქმედა,უდიდესი ანტაგონიზმით,უაზროთ და ულოგიკოდ აკრიტიკებენ?!!)
2.
შეიძლება საფრანგეთმა-ც გარკვეული მოტივების გამო სერიოზულად შეამცირებს ქართველი რაგბისტების ფრანგულ კლუბებში მიღება.
3.
რუსები ეცდებიან ქართველი რაგბისტების გადაბირებას,ფინანსებით მოთაფლას და...
რა ,, 6 ერი,,რის...

რუსის დონეზე დავალთ მ ც ი რ ე დროშოც!

აბა არსებული ,, რაგბის კავშირი,, თუ მიუთითებს;აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,როგორც საქართველოს ტერიტორიაზე და ასე გ ა ნ ა ც ხ ა დ ე თ რაგბის სამყაროსათვის,ანუ საქართველოს ტერიტორიაზე მოაწყვეთ ასეთი თამაშებიო...თუ გ ა უ ბ ე დ ა ვ ს ?!

თუ სად სპორტი და სად პოლიტიკაო ,არაა ?!

ასე უნდა პუწინის რუსეთს და მის
პროპაგანდისტებს ?!
ფრთხილად იყავით ქართველობავ და პ რ ი ნ ც ი პ ი და ღ ი რ ს ე ბ ა (ეროვნული,სახელმწიფოებრივი,პიროვნული...) და მისი დაცვის უნარი და ენერგია
გამოიჩინეთ, თორე სრულად უ ღ ი რ ს ე ბ ი და ურუსეთის ყოვლად უპერსპექტივო - გ უ ბ ე რ ნ ი ა დ ვიქცევბით!

პ.ს.
სოჩაში ,ან სულაც ბელორუსიაში,ან... ვერ მოაწყობდნენ ...სწორად პოლიტიკა რომ არ იყოს ?!
ვითომ არა გვაქვს არაა ოკუპირებული ტერ და ურუსეთი არ არის 21-ე საუკუნის საქრთველოს და ქართველი ხალხის - ერთადერთი მტერი ,ხოო ?!

რა გითხრათ,რით გავახაროთ ერთმანეთი ?!

გ ა ი გ ე თ -რაც არ უნდა ქართველები თამაშობდეს...რუსული კლუბია,რ უ ს უ ლ ი და თამაშობს შ ი ნ - ანუ საქართველოში ?!!!!!!!!!!!!
და ეს იმ დროს,როცა ურუსეთი საქართველოსათვის ერთადერთ საფრთხეს წარმოადგენს და 25 %-ტი ტერიტ ო კ უ პ ი რ ე ბ უ ლ ი გაქვს-1992-წლიდან!
სად არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღ ი რ ს ე ბ ა და პასუხისმგებლობა?!

გაანძრიეთ ტვინი და ყური არ უგდოთ აქ ქართული ენის მცოდნე ოსებს,სომხებს,აფხაზებს და ღრუზიუნჩიკებს,ანუ ,,ქართულ სხეულში,რუსული სულით,, ,,ქართველებს,, ...რომ დემაგოგობენ ,თურმე პოლიტიკა და სპორტი ერთ არ არისო და ძ უ ლ თ ყოველივე ქართული და შურით იბოღმებიან!
glaxuna
25 მარტი 2017 13:12
0
ბიჯოს რა აწვალებთ ..აგერ მაგათი ფედერაციის თავჯდომარეც ეგრეთ წოდებული ქართველია და რუსეთის ნაკრებიც აქ ვათამაშოთ!! ჰა?!! არა?!! როგორ არაა ცოტაც მოიცადეთ!!! :))))

პ.ს. მოდერ აბა მიდი დაბლოკე როგორც იცი ხოლმე დედა რუსეთს არ აწყეინოთ!!
magari ideaa!!
25 მარტი 2017 13:11
0
და როგორ ვუქომაგოთ?!! ოკუპანტი ქვეყნის გუნდს, რომელმაც საქართველოში როგორც სახლში თამაში მოისურვა და ჩვენ ამ გუნდს ვუქომაგოთ!! და ომში დაღუპული ბიჭების სადღეგრდძელო პატრიოტულ-დუჟმორეულიავითვისოთ არა?!!
რა მოგდით ხალხო?!!! მიწას ჩვენი ბიჭების სისხლი არ შეშრობია და ესენი უკვე ბედავენ და ჩვენთან, როგორც სახლში თამაში უნდათ!!!! სულ დაკარგეთ თავმოყვარეობაა?!! მიდი მოდერ დაბლოკე კომენტარი..პუტალანდის ფანები არ გაანაწყენო!!
Gizo-s
25 მარტი 2017 13:06
0
Saqartvelos fexburtis nakreb, radagemartat ragchirt tuar shegidzliat tamashi daanebet tavi nuxart samarcxvinoebi sertod nu gaxvalt satamashod dagvaxetqet nervebi jobia ar itamashot saerod da daanebot fexburts tavi da mivmartav federacias saertod amoigos saqartvelos nakrebi sityvidan da gaauqmos nakrebi samarcxvinoebi chven argvinda veravis eseni ver ugeben da ra azri aqvs amatitamashs vis unda mougot meti gamagebinet samarcxvinoebi xart me da mteli chemi samegobro tqven agar gigulshematkivrbt arasdros
kaxa
25 მარტი 2017 12:47
0
ეს ოკუპანტი ქართველი ბორჯღალოსნები.

როგორ მიუტაცებიათ "კრასნი იარის" გუნდი.
დადოს რუსმა ცხინვალი თავის ადგილზე და მერე მივალ.
25 მარტი 2017 12:32
0
აზროვნება სულ დაკარგეთ? თქვენნაირი გონება არეულების გამო იტყვიან აი ქარტველებმა გვიქომაგეს (და სულ 1 ადგილას კიდია ვის უქომაგე) შინაურ თამაშებს საქართველოს ტერიტორიაზე ვატარებთ ასე რომ ჩვენია და უნდა შევიდეთ ბოლომდეო.

ასე თავიდან ბოლომდე ღრუზლანდიელები როგორ უნდა იყოთ.
giga
25 მარტი 2017 12:27
0
ჩვენს ბიჭებს უქომაგეთ თქვე ოჯახ აშენებულებო რა გჭირთ რუსებს მე ალბათ ბევრზე მეტად ვერ ვიტან მაგრამ ქართველს ყველგან წინსვლას უსურვებ. აქ პატრიოტმა დაწერა და მეც მანდა ვარ ყველაზე მეტად რუსულ გუნდებშიც კი სპარტაკს ვერ ვიტან მაგრამ ანანიძეს ვგულშემატკივრობ.
gizo
25 მარტი 2017 12:03
0

სიახლეები პოპულარული