საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები: მერვე ლოძში

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის სერიის მეორე ეტაპზე, პოლონეთის ქალაქ ლოძში იასპარეზა და მერვე ადგილი დაიკავა.

ისევე, როგორც ერთი კვირის წინათ მოსკოვის ეტაპზე, ჩვენმა მეშვიდკაცეებმა ტურნირი კარგად დაიწყეს. პირველ დღეს, ჯგუფურ ტურნირზე, ჩვენმა ნაკრებმა სამი მატჩიდან ორი მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა.

სტარტზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის გუნდს 24:14 მოუგო, მერე კი ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა დაძაბულ ბრძოლაში - 14:17. ჯგუფის ბოლო მატჩში ჩვენმა მეშვიდკაცეებმა უპრობლემოდ სძლიეს ბელგიას - 26:12.

მეორე დღეს, პლეი ოფში საქართველოს ნაკრებმა სამი თამაშიდან სამივე
წააგო. ჯერ ჩემპიონობისთვის მეოთხედფინალში რუსებმა მოგვიგეს - 19:14. მერე, მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებთან დავმარცხდით - 12:22. მეშვიდე ადგილისთვის მატჩი კი საფრანგეთთან დავთმეთ - 14:19.

მომდევნო ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში, საფრანგეთში, კლერმონში გაიმართება.

ლოძის ეტაპი
საქართველო-საფრანგეთი 24:14
საქართველო-ესპანეთი 14:17
საქართველო-ბელგია 26:12

მეოთხედფინალი
საქართველო-რუსეთი 14:19

ნეხევარფინალი, V ადგილი
საქართველო-ინგლისი 12:22

VII ადგილისთვის
საქართველო-საფრანგეთი 14:19

საბოლოო მდგომარეობა
1. ესპანეთი, 2. რუსეთი, 3. ირლანდია, 4. უელსი, 5. გერმანია, 6. ინგლისი, 7. საფრანგეთი, 8. საქართველო, 9. იტალია, 10. ბელგია, 11. პორტუგალია, 12. პოლონეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული