ევროპული შვიდკაცა რაგბის ბატალიები ოთხ ეტაპად ჩატარდა. საწყის ორ ტურნირზე, რომელიც რომსა და მოსკოვში გაიმართა, პირველობა არავის დაუთმო ინგლისის ნაკრებმა. ორი ბოლო ეტაპი კი, ბარსელონასა და ბუქარესტში, პორტუგალიელების ზეობით დასრულდა და საერთო ჩათვლაში, შვიდკაცა "ლობუშებმა" ინგლისელებს ერთი ქულით აჯობეს.
საქართველოს ნაკრებმა ყველაზე უკეთ მოსკოვსა და ბუქარესტში იასპარეზა და ჯამში 35 ქულა დააგროვა, რაც, საბოლოოდ, მე-6 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.
ევროპის ელიტური
საქართველოს ნაკრები
გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე-არმია), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, შალვა მახარაშვილი (სამივე-ყოჩები), დავით ჩიტიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია (სამივე-ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი XV), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), გიორგი კაჭარავა (ლელო)
საერთო ჩათვლა
1. პოტუგალია - 63 ქულა, 2. ინგლისი - 62, 3. ესპანეთი - 59, 4. რუსეთი - 52, 5. საფრანგეთი - 50, 6. საქართველო - 35, 7. იტალია - 34, 8. უელსი - 30, 9. უკრაინა - 20, 10. ჰოლანდია - 15, 11. რუმინეთი - 11, 12. მოლდოვა - 5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"