მეშვიდე ადგილი ფრანგულ ქვიშაში

AutoSharing Option
საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში პირველად წლეულს იასპარეზა. ჩვენი გუნდი საფრანგეთის ქალაქ ანგლეში, 22-25 ივლისს FILA AER-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპინატზე გამოვიდა და ათ გუნდში მე-7 ადგილი დაიკავა.

ჩვენ ეროვნულ გუნდს, რომელიც ძირითადად შვიდკაცა რაგბის ნაკრების მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, მეტოქეობას ირლანდიის, რუმინეთის, უელსის, რუსეთის, უკრაინის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები უწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი წლეულს ოფიციალირად პირველად ჩატარდა, რაც რაგბის ამ სახეობის მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს. პირველი ჩემპიონი მასპინძელთა გუნდი, საფრანგეთის ნაკრები გახდა,
რომელმაც ფინალში რუმინეთის ნაკრები დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქვიშის რაგბის პირველი ნაკრების პირველი მწვრთნელი, თბილისის "ხულიგანას" თავკაცი მამუკა ტყეშელაშვილი გახლდათ.

საქართველოს ნაკრები: გიორგი შკინინი (ხულიგანა), გიორგი თხილაიშვილი, გიორგი კალმახელიძე (ორივე-არმია), გიორგი ქოპილაშვილი (აკადემია), გიორგი აბრამიძე (აია), დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ზაქრო ზირაქაშვილი (ხარები).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული