"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" აქ B ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებეთან ერთად ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ერთი კვირით ადრე ჩავიდა, ადგილზე სავარჯოშოდ და იქაურ კლიმატთან შესაგუებლად. მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ტურნირზე საასპარეზოდ 12 მორაგბე იახლა, რომელთაგან ხუთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა.
ესენია: მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
ჩვენმა მორაგბეებმა
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გერმანიის შვიდკაცა გუნდი დაამარცხა - 21:10. მეტოქეს სამი ლელო გავუტანეთ. თავი ირაკლი მაჩხანელმა, მერაბ შარიქაძემ და გიორგი ფრუიძემ გამოიჩინეს. ორი ლელო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა, ერთიც შალვა მახარაშვილმა.
სამი ლელო გაიტანეს და 19:7 დაამარცხეს ჩვენმა მორაგბეებმა მეორე შეხვედრაში ბელგიის ნაკრები. ორი ლელო ამ მატჩში ირაკლი მაჩხანელმა მიითვალა, ერთიც ირაკლი გეგენავას ანგარიშზეა, კვირკაშვილმა ორი გარდასახვა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები: ბექა ბიწაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ირაკლი გეგენავა, ლაშა ხმალაძე, ბაჩანა კოლელიშვილი (სამივე-ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), შალვა მახარაშვილი (ბათუმი XV).
A ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, იტალია, ლიტვა.
B ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია.
C ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ჰოლანდია, რუმინეთი.
20 ივლისს გვიან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებიც დაამარცხა - 33:17.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვერ გავიგე ის რომელი გუნდი იყო დიდი ანგარიშით რომ დამარცხდა?!
თუ ასეთი კარგი გუნდია რუსეთთან როგორ დამარცხდნენ?!