გადამწყვეტ პაექრობაში იგი უნგრელ რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდა. შეჯიბრება კვირას უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ წვიმამ ორგანიზატორებს გრაფიკი შეაცვლევინა და ქვაცაბაიასაც ხელი შეუშალა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულიყო: საქმე ის არის, რომ გადადებული მატჩის გამო ქართველი ჩოგბურთელი კვირას ორჯერ გავიდა კორტზე: ჯერ ბელგიელ ელინ ბოიკენსს სძლია - 7:5, 7:6, ნახევარფინალში კი ტურნირის რეიტინგფავორიტი ალექსანდრა დულგნერუ (რუმინეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2.
გადამწყვეტი პაექრობისთვის ძალების აღდგენა ვერ მოასწრო და დასვენებულ
ქვაცაბაიას 28 იანვრიდან ეილათის 75.000-იან ტურნირში უნდა ეასპარეზა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვიზის გაფორმებას ვერ ასწრებს. ამიტომ საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად გაემგზავრება ისრაელში, სადაც 6-9 თებერვალს ფედერაციის თასზე ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"