ქუთაისი თანამედროვე სარაგბო კომპლექსის მოლოდინში

AutoSharing Option
"აიას" ერთ-ერთი მატჩისას ქუთაისელ მორაგბეებს სტუმარი გუნდის მოთამაშეები ეხუმრებოდნენ - ამ ჩერნობილში რომ გვათამაშებთ, ქუთაისში სხვა მოედანი არა გაქვთო?

ნათქვამია, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, მასში სიმართლის მარცვალი რომ არ ერიოსო. რა თქმა უნდა, ქუთაისში უკეთესი სტადიონი არსებობს, თუმცა იგი საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" კუთვნილებაშია. ქალაქის ცენტრში არსებული "დინამოს" არენა კი, რომელზეც ქუთაისის "აია" ამ ეტაპზე საშინაო შეხვედრებს ატარებს, მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაშია.

კიდევ უფრო საშინელი ვითარება იყო სარაგბო სკოლის სტადიონზე, სადაც "აია" "დინამოზე" გადასვლამდე ასპარეზობდა. როდესაც სპეციალისტებმა ეს არასტანდარტული მოედანი შეამოწმეს და
გაზომეს, აღმოჩნდა, რომ მოედნის ერთი მხარე, მეორესთან შედარებით, 40 სანტიმეტრით დაბალი იყო. ალბათ, აქ კომენტარიც ზედმეტია...

საბედნიეროდ, ქუთაისელ მორაგბეთა გასაჭირს მალე მოევლება. როგორც იცით, ქუთაისის რაგბის აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე წელიწადია, სარაგბო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპი ამ წლის ბოლომდე დასრულდება.

პირველ რიგში, მომზადდება მოედანი და ქუთაისის "აია" მომდევნო სეზონიდან ახალ სტადიონზე ითამაშებს.

კომპლექსის მშენებლობას "ქართუ ჯგუფის" ასოციაცია "ატუ" აწარმოებს. რა უნდა გაკეთდეს და რა ეტაპზეა კომპლექსის მშენებლობა, ამის თაობაზე სამუშაოთა მწარმოებელი გოჩა კოღუაშვილი გვესაუბრა:

"სარაგბო კომპლექსში 4 სტანდარტული მოედანი გაკეთდება. აქედან ერთი ხელოვნურსაფა
რიანი, სამი კი ბუნებრივსაფარიანი იქნება. ძირითად მოედანს ტრიბუნები სამი მხრიდან ექნება. აქედან დახურული ტრიბუნა 2700, ხოლო ღია 2000 მაყურებელზეა გათვალისწინებული.

ძირითადი მოედნის უკან არის მეორე მოედანი, რომელსაც ცალი მხრიდან 1000 კაცზე გათვლილი ტრიბუნა უკეთდება. მესამე მოედანსაც 1000-ადგილიანი ტრიბუნა ექნება. ყველა მათგანზე მაღალი ხარისხის ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება. მეოთხე მოედანი კი უტრიბუნო იქნება და ძირითადად, სავარჯიშოდაა გათვალისწინებული.

ძირითადი ტრიბუნის ქვემოთ კეთდება გასახდელები, მსაჯების, ექიმისა და დოპინგკონტროლის ოთახები; ასევე, ტრენაჟორების დიდი დარბაზი და საკონფერენციო დარბაზი. მესამე სართულზე კი განთავსდება პრესცენტრი.

ძირითად და მეორე მოედნებთან ერთად ამ ეტაპზე შენდება ცენტრალური შესასვლელი, სადაც მომავალში ბილეთები გაიყიდება".


გოჩა კოღუაშვილის თქმით, სარაგბო კომპლექსში კომფორტი უმაღლეს დონეზე იქნება. მონტაჟდება სავენტილაციო სისტემები ავტომატური მართვით. კომპლექსში შედის ცალკე შენობა გასახდელებით, საშხაპეებითა და ცივი წყლის აუზებით. კომპლექსს ექნება საკუთარი საქვაბეები, მოედნების მოსარწყავად კი გაკეთდება სამი ჭაბურღილი.

ზემოჩამოთვლილი სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მეორე ეტაპზე კი თანამედროვე დიზაინის სასტუმრო და ორი მოედანი შეემატება. სასტუმროს პროექტი უახლოეს დღეებში იქნება მზად.

სარაგბო კომპლექსის გარდა, უახლოეს მომავალში დაიწყება ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობაც და ორიოდე წელში ქუთაისს უდიდესი და თანამედროვე სარაგბო ცენტრი დაამშვენებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია,თორემ "დინამოზე" ნათამაშები სრუილად ამესახება სხეულზე ":დდ
Qartveli!
02:03 18-04-2013
0
teritoriulad 27-e skolastanaa, pasilokshi, klinikuri saavadmyofos qvemot
SHOTIKO75
16:31 17-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული