საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრები ევროპის გრანპრიზე თამაშის უფლების მოპოვებას შეეცდება

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის გათამაშებისთვის მზადება დაასრულა.

ჩვენი მორაგბეები ჩეხეთში ელიტაში გადასვლას, ანუ ევროპის შვიდკაცა რაგბის გრანპრიში თამაშის უფლების მოპოვებას შეეცდებიან.

ტურნირში მონაწილე 12 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები შვედეთის, ხორვატიის, რუმინეთის, ავსტრიისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.

საკმაოდ სოლიდური შემადგენლობაა B ჯგუფშიც. აქ ერთმანეთს შვეიცარია, მოლდოვა, ბელგია, უნგრეთი, ჩეხეთი და დანია დაუპირისპირდებიან. ელიტაში გა
დასასვლელად აუცილებელია ფინალში გასვლა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სეზონისთვის საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებს თბილისის "ყოჩების" მესამეხაზელი და უკრაინის ნაკრების ყოფილი მორაგბე ჯაბა მალაღურაძე ამზადებს.

როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გუნდმა უკვე იასპარეზა ორ საერთაშორისო ტურნირზე. ოდესაში ჩვენი ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა, ამსტერდამში კი, რომელიც გაცილებით წარმომადგენლობითი იყო, მეხუთე საფეხურს დასჯერდა.

ევროპის ჩემპიონატი
A ჯგუფი: საქართველო, შვედეთი, ხორვატია, რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი.
B ჯგუფი: შვეიცარია, მოლდოვა, ბელგია, უნგრეთი, ჩეხეთი, დანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული