
გამოკითხვა: "რომელია დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა?" ჩვენს ვებგვერდზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 1505-მა ადამიანმა მიიღო.
გამოკითხულთა 50.4% (759) ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია, 30%-ის (452) აზრით კი, ფეხბურთი.
რაგბისა და ფეხბურთის შემდეგ გამოკითხულთა 13.8%-მა (207) სპორტის ნომერ პირველ სახეობად საქართველოში ძიუდო დაასახელა.
შემდეგ მოდის კალათბურთი - 3.5% (52) და ჭიდაობა - 2.3% (35).
