"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ გაფართოებულ შემადგენლობას მოუყარეს თავი, რომელშიც ის მორაგბეები შედიან, ვინც წლეულს ეროვნულ გუნდში შვიდკაცა რაგბის ტურნირებზე ასპარეზობდა. ესენი, უმთავრესად, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების მორაგბეები არიან.
გაფართოებული შემადგენლობა
ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია), გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი გოგოლაშვილი, გიორგი კალმახელიძე (ოთხივე-არმია), ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა), ირაკლი გეგენავა, თორნიკე ცერცვაძე
ამათ გარდა, საქართველოს შვიდკაცა რაგბის მწვრთნელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ მოთამაშეთა ნაწილის წაყვანა სურთ, რომლებიც ამჟამად არგენტინაში იმყოფებიან და 22 ივნისს "პუმების" წინააღმდეგ ითამაშებენ.
ესენია: ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი). ალექსანდრე თოდუა (ალბი), ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), შალვა სუთიაშვილი (მასი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს "ლუჟნიკის" სტადიონზე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამართავს, 29 ივნისს კი ახალი ზელანდიისა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია.
C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები.
D ჯგუფი: ახალი ზელანდია, კანადა, აშშ, საქართველო.
E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი.
F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონკონგი.
28 ივნისი
საქართველო-აშშ
29 ივნისი
საქართველო-ახალი ზელანდია
საქართველო-კანადა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"