საქართველოს შვიდკაცა რაზმი ცნობილია

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მოსკოვში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ჩვენი გუნდის მეტოქეები D ჯგუფში ახალი ზელანდიის, კანადისა და აშშ-ის ნაკრებები იქნებიან.

საწვრთნელი შეკრება ნაკრების კანდიდატებმა ერთი კვირის წინათ დაიწყეს. გუნდის მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ საბრძოლო რაზმი 24 ივნისს, საღამოს გააცხადეს.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გამოცდილებისა და ახალგაზრდობის სინთეზია. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს არაერთ საერთაშორისო ტურნირზე მოუწიათ ასპარეზობა და გამოცდილებაც საკმარისად დაუგროვდათ.

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში დაბრუნდნენ ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა) და მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
ოთხი წლის წინათ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვთ აგრეთვე ალექსანდრე თოდუას (ალბი), ირაკლი გეგენავას (ლელო) და ვიქტორ კოლელიშვილს (ლიონი).

საქართველოს ნაკრები
გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე (ორივე-არმია), ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), რევაზ გიგაური (მონლუსონი), შალვა მახარაშვილი (ბათუმი), ირაკლი გეგენავა (ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია).

მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია.
C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები.
D ჯგუფი: ახალი ზელანდია, კანადა, აშშ, საქართველო.
E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი.
F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონგ კონგი.

28 ივნისი
საქართველო-აშშ

29 ივნისი
საქართველო-ახალი ზელანდია
საქართველო-კანადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული