"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკასთან წაგებით დაიწყეს

AutoSharing Option
მოსკოვში დაიწყო შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც D ჯგუფში საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიის, კანადისა და აშშ-ს ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

შეჯიბრების პირველმა დღემ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ყველა შეხვედრა, ლოგიკურად, უფრო ძლიერების გამარჯვებით დასრულდა. "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" პირველი მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან გამართეს და 19:26 წააგეს.

პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს თამაში აშკარად არ გამოუვიდა. ამერიკელებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს. საპასუხო ლელო ჩვენმა მორაგბეებმა ორ წუთში გაიტანეს. კარის ძელებს შორის ბურთით მერაბ შარიქაძემ შეაღწია. პირველი ტაიმის
დარჩენილ დროში ამერიკელებმა კიდევ სამი ლელო მიითვალეს და 26:7 დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები საგრძნობლად გააქტიურდა და მეტოქეს ორი ლელო გაუტანა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. თითო ლელო შავლეგ მახარაშვილმა და რეზო გიგაურმა მიითვალეს.

ჩვენს ჯგუფში ახალი ზელანდიის ნაკრებმა კანადელებს 31:12 მოუგო. 29 ივნისს "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" კიდევ ორ მატჩს გამართავენ. პირველი მეტოქე ახალი ზელანდია იქნება, ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში კი კანადელებს დაუპირისპირდებიან.

საქართველო
გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე (ორივე-არმია), ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), რევაზ გიგაური (მონლუსონი), შალვა მახარაშვილი (ბათუმი), ირაკლი გეგენავა (ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია).

მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი
ავსტრალია-ესპანეთი 21:0, საფრანგეთი-ტუნისი 24:7.

სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია - 3 ქულა, 2. საფარნგეთი - 3, 3. ტუნისი - 1, 4. ესპანეთი - 1.

B ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა-რუსეთი 31:0, შოტლანდია-იაპონია 19:17.

სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთ აფრიკა - 3 ქულა, 2. შოტლანდია - 3, 3. იაპონია - 1, 4. რუსეთი - 1.

C ჯგუფი
სამოა-ზიმბაბვე 21:14, ფილიპინები-კენია 5:45

სატურნირო მდგომარეობა
1. კენია - 3 ქულა, 2. სამოა - 3, 3. ზიმბაბვე - 1, 4. ფილიპინები - 1.

D ჯგუფი
ახალი ზელანდია-კანადა 31:12, აშშ-საქართველო 26:19

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 3, 2. აშშ - 3, 3. საქართველო - 1, 4. კანადა.

E ჯგუფი
ფიჯი-ტონგა 45:0, უელსი-ურუგვაი 33:5

სატურნირო მდგომარეობა
1. ფიჯი - 3 ქულა, 2. უელსი - 3, 3. ურუგვაი - 1, 4. ტონგა - 1.

F ჯგუფი
ინგლისი-პორტუგალია 21:7, არგენტინა-ჰონგ კონგი 47:7.

სატურნირო მდგომარეობა
1. არგენტინა - 3 ქულა, 2. ინგლისი - 3, 3. პორტუგალია, 4. ჰონგ კონგი.

29 ივნისი
საქართველო-ახალი ზელანდია
საქართველო-კანადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული