"ვოლაბების" თავკაცმა გუნდი საგრძნობლად გადაახალისა და არც ექსპერიმენტებს შეუშინდა. ევან მაკკენზიმ მატჩის განაცხადში რვა ისეთი მოთამაშე შეიყვანა, რომლებსაც ბოლო მატჩში "ბრიტანელ ლომებთან" არ უთამაშიათ. ამათგან ხუთი სულაც დებიუტანტია.
მიუხედავად იმისა, რომ მაკკენზიმ ნაკრებში მგეზავი ქუადე კუპერი დააბრუნა, მას ძირითადში ადგილი მაინც არ ანდო. მგეზავის ფუნქციას "ოლ ბლექსთან" დაპირისპირებაში "ბრამბიზის" ათი ნომერი მეთ ტოომუა შეასრულებს, რომელიც ეროვნული ნაკრების
მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯის გადადგმა სარისკო საქმეა, თუმცა მაკკენზი თავის გადაწყვეტილებაში შეუვალია.
ჯეიმზ ოკონორი, რომელიც "ბრიტანელ ლომებთან" სერიაში მგეზავად თამაშობდა, "ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა გარემარბად გაამწესა.
მას უკანა ხაზში პარტნიორობას იზრაელ ფოლაუ და ფულბეკი ჯესი მოგი გაუწევენ. მესამე ხაზში ვეტერანი ჯორჯ სმითი მაიკლ ჰუპერმა შეცვალა.
მაკკენზიმ სათადარიგოთა შორის გაამწესა დებიუტანტები სიო სკოტი, ნიკ ვაითი, სკოტ ფერდი და ტევიტა კურიდრანი.
"როდესაც გუნდის შემადგენლობას ვადგენდით, წამითაც არ მიგვიქცევია ყურადღება იმისთვის, ვის რამდენი კეპი აქვს ეროვნულ გუნდში მოხვეჭილი. ის, რომ ხუთი მორაგბე დებიუტანტია, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მათ ოდესმე ხომ უნდა დაიწყონ ნაკრებში თამაში. ისინი მხოლოდ ერთი მატჩისთვის არ შეგვირჩევია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც პროვინციების ნაკრებში შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი, ისინი საერთაშორისო კარიერას იწყებენ.
რეალობა ასეთია, ზე რაგბი იქნება თუ ოთხი ერის გათამაშება, ამ ბიჭებს მეტოქე გუნდის მორაგბეებთან თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ. ამიტომ რაიმე კატასტროფულს არ ველოდები.
პირიქით, ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს იღონებენ, რათა ეროვნულ გუნდში დაიმკვიდრონ ადგილი" - თქვა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევან მაკკენზიმ.
შეგახსენებთ, რომ სიდნეიში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის მატჩში, "ბლედისლოუს თასიც" გათამაშდება, რომელიც ამ გუნდების დაპირისპირებაში გამარჯვებულისთვის ტრადიციული ჯილდოა.
ავსტრალია
15. ჯესი მოგი, 14. იზრაელ ფოლაუ, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. კრისტიან ლეალიიფანო, 11. ჯეიმზ ოკონორი, 10. მეთ ტოომუა, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ სლიპეი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. ჰუგ მაკმენიმანი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. ბენ მოვენი.
16. საია ფაინგაა, 17. სიო სკოტი, 18. სეკოპე კეპუ, 19. სკოტ ფარდი, 20. ლიამ გილი, 21. ნიკ ვაითი, 22. ქუადე კუპერი, 23. ტევიტა კურიდრანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"