A ჯგუფში ორი ლიდერია - თბილისის "აკადემია" და რუსთავის "ხარები". აკადემიელები დღემდე დაუმარცხებელნი არიან და დიდი შანსია, ტურნირი ისე დაასრულონ, არც წააგონ. "აკადემიას" სიძლიერე მორიგი ტურის მატჩშიც გამოჩნდა, როცა თბილისის "ყოჩები" დიდი ანგარიშით, 78:0 დაამარცხა.
აკადემიელებს 46 ქულა დაუგროვდათ. მათ რვა ქულით ჩამორჩება "ხარები", რომელიც, თავის მხრივ, 12 ქულით უსწრებს "არმიას" და ნაკლებად სავარაუდოა, ეს უპირატესობა გაანიავოს. რუსთაველებმა სტუმრად დაამარცხეს
ჭაბუკთა A ლიგა
A ჯგუფი
XIV ტური
ყოჩები-აკადემია 0:78, ხულიგანა-ვეფხვები 32:0, იმერეთი-ხარები 0:48.
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 46 ქულა, 2. ხარები - 38, 3. არმია - 26, 4. ხულიგანა - 26, 5. ყოჩები - 19, 6. ვეფხვები - 4, 7. იმერეთი - 2.
XV ტური
ხარები-ყოჩები, ვეფხვები-იმერეთი
B ჯგუფში პლეი ოფის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვთ თბილისის "ჯიქებს" და ქუთაისის პირველ გუნდს.
მათ დავაში შესაძლოა თბილისის "ლოკომოტივიც" ჩაერიოს, რომელიც მეორეადგილოსან ქუთაისურ გუნდს ცხრა ქულით ჩამორჩება. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რკინიგზელებმა ქუთათურები უკან მოიტოვონ, რადგან იმერლები ჯერაც დაუმარცხებელნი არიან და "ლოკომოტივზე" ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.
ამასთან ერთად, რკინიგზელების წინსვლა გათამაშების ლიდერმა "ჯიქებმა" შეაჩერა, როცა მე-14 ტურში 24:18 დაამარცხა. ქუთაისის პირველმა გუნდმა კი ამ დროს სტუმრად მოუგო თბილისის "წიქარას" - 93:13.
B ჯგუფი
XIV ტური
წიქარა-ქუთაისი 1 13:93, ჯვაროსნები-ლელო 0:53, ლოკომოტივი-ჯიქები 18:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯიქები - 50 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 47, 3. ლოკომოტივი - 38, 4. ლელო - 31, 5. არმაზი - 28, 6. ჯვაროსნები - 6, 7. ტაო - 5, 8. წიქარა - ს5.
XV ტური
ლელო-ლოკომოტივი, ქუთაისი 1-ჯვაროსნები, ტაო-არმაზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"