რაგბის კლუბი "არმია" აქცია "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლეში" ჩაერთო [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
რაგბის კლუბი "არმია" აქცია "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლეში" ჩაერთო. აქციაში მონაწილეობა გუნდის მთელმა შემადგენლობამ მიიღო.

არმიელებმა სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გაიღეს. მათ მიერ გაღებული სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკს გადაეცემა.

საახალწლო საჩუქრები

არმიელებმა ბავშვებისათვის სპეციალური საჩუქრებიც მოამზადეს. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სხვადასხვა სახის პროდუქტები და საახალწლო ტკბილეული გადაეცათ, ხოლო გუნდის კაპიტანმა ლაშა თავართქილაძემ რაგბის კლუბ "არმიას" სათამაშო კვართი ჩვენს ძველ მეგობარს, 14 წლის ბათუმელ მორაგბეს - ჯონი ჯიჯავაძეს უსახსოვრა.

ბათუმის საჩუქარი

ბათუმის მერის, ირაკლი ჩავლეიშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის,
ჯემალ ანანიძის გადაწყვეტილებით, ჯონის და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ქალაქის ბიუჯეტიდან მკურნალობის ხარჯების დასაფარად 10.000 ლარი გადაერიცხათ.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც გაუღია სისხლი იცის რა განცდაა
ყოველი წვეთი ძალიან ძვირფასია, მადლობა ბიჭებო!!!
GiorgiG83
15:18 26-12-2013
0
ქართველი მორაგბეები ჩვენი ერის სიამაყედ, ეტალონებათ იქცნენ თავიანთი თამაშით და ვაჟკაცური საქციელით. ამის გამო დიდი მადლობა არამარტო მათ, არამედ რაგბის ფედერაციასაც. ბევრი ფული არც მათ აქვთ, მაგრამ რაც აქვთ, სწორად ხარჯავენ და საერთოდ, საქმეს ჯანსაღად და პროფესიონალურად უდგებიან. ფეხბურთს კაი ხანს არაფერი ეშველება და ამ ვაჟკაცებს მივხედოთ
თათა
15:56 26-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული