სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა.

საქართველოში რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა" 2014 წლიდან გაიზრდება: 2014-16 წლებში, ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარისა, რაგბის განვითარებას სახელმწიფო 33 673 968 (ოცდაცამეტი მილიონ ექვსას სამოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდარვა) ლარს მოახმარს.

2014-16 წლებში გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება: ნაცვლად 100 000 (ასი
ათასი) ლარისა, თითოეული გუნდი 400 000 (ოთხასი ათასი) ლარით დაფინანსდება.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს.

საბაზო დაფინანსების გარდა, 2013-14 წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის საპრიზო ფონდიც განაწილდება. პირველი ლიგის გუნდებს შორის საპრიზო ფონდი მომდევნო, 2014-15 წლების სეზონის შედეგების მიხედვით განაწილდება.

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის - 33 673 968 ლარი - ხარჯვას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საქართველოს რაგბის კავშირის სუბსიდირების გზით.

რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ხსენებული ცვლილება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით შევიდა.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 29 /
წყალბუთი დაგავიწყდათ!!
Giorgi
23 თებერვალი 2014 20:48
0
სპორტის დაფინანსება ძალიაკ მახარებს და ეს მისასალმებელი ფაქტია.ერთია მხოლოდ რაგბი არა ოლიმლიური სახეობაა და ალბათ ვერც გახდება ოლიმპიური სახეობა და ვერ იქნება ისე პოპულარული მსოფლიოში როგორც ფეხბურთი, მზლეოსნობა,ფრენბურთი,კალათბურთი,ფარიკაობა,ხელბურთი რა თქმა უნდა ჭიდაობა( ეს ის ასვეობები ჩამოვთვალე რომლებშიც ოლიმპიური ჩემპიონები გვყავს დიახ ფრენბურთში 1964 წელს) გამომრჩა ნიჩნოსნობა და ამ სახეობებს მეტი ყურადღება.
mamuka6213
21 თებერვალი 2014 11:26
0
კარგია რაგბის განვითარება და სასიხარულოა, მაგრამ სფფ-ს და სპორტის სამინისტროს დაპირისპირებამ ფეხბურთს დედა უნდა უტირონ???
puma
21 თებერვალი 2014 10:17
0
ძალიან გამიხარდა,ეკუთვნის ბიჭებს,ისე მართლა რომ ადამიანებად ზრდიან ბავშვებს,მადლობა მათ ამისთვის,და კიდე დააკვირდით ხალხნო,იმდენად დიდ სიყვარულს იმსახურებს ეს ხალხი,რომ ერთი ნეგატიური კომენტარიც არ დაწერილა,რაც ძააააალიან იშვიათია ჩვენთან!
tazo
21 თებერვალი 2014 09:36
0
გამოუყავით სავარჯიშოდ მოედნები ბავშვებს და ვნახავთ როგორი თაობა გაგვეზრდება.
დავით მეტრეველი
20 თებერვალი 2014 23:28
0
მაგ ბიჭებს და ქართული რაგბის ფედერაციას მადლობას უხდი რომ ქართველ ბავშვებს ვაჟკაცობას და რაინდობას ასწავლიან.
დავით მეტრეველი
20 თებერვალი 2014 23:24
0
მივესალმები,ფული კი არა ხელისგულზე უნდა ატაროს მთელმა საქართველომ ეგ ვაჟკაცი ბიჭები
tamazi tsomaia
20 თებერვალი 2014 21:24
0
ნამდვილად იმსახურებენ!-გამიხარდა!
elguja
20 თებერვალი 2014 21:01
0
დიდი მადლობა ყველას ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა !!!!
zurazz
20 თებერვალი 2014 19:35
0
ეხლა კი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 6 ერისკენ დზალიან დიდი დაპინანსებააა ყოცჰაგ ეს ბიცჰების დამსახურებააა საგოლლლ !!!!!! მადლობა მტავრობას ნამდვილად ბევრი ცუდი რამ გადაფარეს ამ ერტი ნაბიჯიტ
dachi
20 თებერვალი 2014 18:24
0

სიახლეები პოპულარული