სპეციალური მოწვევით, კლინიკაში ბრიტანელი ოსტეოპათი ედ ბარი იმუშავებს, რომელსაც ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობისა და რეაბილიტაციის უდიდესი გამოცდილება აქვს.
11 თებერვალს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც კლინიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნონო ანდღულაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და ედ ბარიმ ისაუბრეს.
პრესკონფერენციას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები - მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, დავით კაჭარავა, მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რაგბის კავშირისა და სპორტისა და ახალგაზრდობის
ოსტეოპათია გამოიყენება სპორტის ან ყოველდღიური აქტივობების შედეგად მიღებული ტრავმების სამკურნალოდ. მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ექიმი ხელით ახორციელებს პათოლოგიური პროცესის ლოკალურ დიაგნოსტიკას, რბილი და სრულიად უმტკივნეულო მანიპულაციებით ხსნის დისფუნქციას და დაზიანებულ ორგანოში სწრაფადვე აღადგენს სისხლის ნორმალურ მიწოდებას, რაც პირველივე პროცედურაზე ხსნის ტკივილის შეგრძნებას. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ განმეორებითი ტრავმების თავიდან აცილების მიზნით.
2015 წელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს თასის გათამაშებაში. მორაგბეების ჯანმრთელობის აღდგენაზე სწორედ სპორტული მედიცინის კლინიკის ოსტეოპათი იზრუნებს. სპორტული მედიცინის კლინიკა მორაგბეებთან ერთად სხვა სპორტსმენებსაც მოემსახურება.
რაგბის კავშირის პრესსამსახური