2017 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს!

AutoSharing Option
14 მაისს მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა საიტმა სასიამოვნო ამბავი გვამცნო - 2017 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს!

თამაშები ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

ცნობისთვის, წელს ივნისში ანალოგიურ ტურნირს იტალია უმასპინძლებს, სადაც ინგლისის ნაკრები შეეცდება ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვებას.

მსოფლიო რაგბის თავკაცმა ბერნარ ლაპასემ განაცხადა:

"მინდა მივულოცო საქართველოს რაგბის კავშირს, საქართველო 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელია.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას მასპინძლობის ინვესტიციისთვის. მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები 2017 წელს დიდებულ ტურნირს მიიღებენ. საქართველო უნიკალური სტუმართმოყვარეობის ქვეყანაა, სპორტის
მდიდარი ტრადიციებით".

საქართველოსთვის მასპინძლობის მინიჭება მსოფლიო რაგბის საბჭომ დუბლინში გადაწყვიტა. ტურნირის გამართვის ზუსტი დროები მალე გამოქვეყნდება.

გია ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): "მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია, არა მარტო რაგბის თემისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

ეს ტურნირი დიდებული საშუალებაა, კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში რაგბი. ეს ტურნირი კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს ჩვენს ქვეყანაში.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ქართულ რაგბიში ბევრი რამ შეიცვალა ბანკ "ქართუს" მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროგრამის წყალობით".

ქართული რაგბი 3,2 მილიონ ფუნტს მიიღებს
მსოფლიო რაგბი 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და მისი დანამატის, 20-წლამდელთა ალაფისთვის, საერთო ჯამში, დაახლოებით 2 მილიონ ფუნტს გამოჰყოფს.

ოთხწლიან პერიოდში (2012-15 წწ) საქართველო მსოფლიოს რაგბისგან პირდაპირ 3,2 მილიონ ფუნტს მიიღებს კავშირის განვითარებისთვის, ეროვნული ნაკრებების პროგრამისა და თბილისის თასის მასპინძლობისთვის.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორად მართული ინვესტიცია,რომელიც დიდი რაოდენობით ჩაიდო რაგბში,გაამართლა უდაოდ,ყველას ვულოცავ.ფეხბურთის ფედერაცია თუ ისწავლის რამეს ნეტა ამ მაგალითზე?!
TAZO
12:24 23-05-2015
0
ყოჩაღ
ვვ
18:11 15-05-2015
0

სიახლეები პოპულარული