საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, რუსთავში ოთხთა ტურნირი დაიწყო

AutoSharing Option
ფოტოზე: "ხარები"-"ყოჩები"
საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, რუსთავში ოთხთა ტურნირი დაიწყო, რომელშიც ქართული კლუბები: რუსთავის "ხარები", ბოლნისის "ყოჩები", თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "აკადემია" ასპარეზობენ.

შეჯიბრება გუნდების მომავალი საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებას უწყობს ხელს.

"დიდი 10", როგორც ამიერიდან რაგბის ეროვნულ ჩემპიონატს ჰქვია, სტარტს 5 სექტემბერს აიღებს. ცხადია, ეს ტურნირი ამ კლუბებისთვის ნაყოფიერად მომზადების ერთ-ერთი საშუალებაა.

პირველი ტურის მატჩში მასპინძელმა რუსთავის "ხარებმა" ბოლნისის "ყოჩებს" მოუგო - 34:26. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" კი უძლიერესთა შორის დაბრუნებულ "აკადემიასთან" წააგო - 5:7.

II ტური
12 აგვისტო
ლოკომოტივი-ყოჩები
აკადემია-ხარები

III ტური
16 აგვისტო
ხარები-ლოკომოტივი
აკადემია-ყოჩები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული