რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გიორგი ნიჟარაძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გიორგი ნიჟარაძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

კანდიდატების წარდგენის ვადა 11 დეკემბერს დასრულდა. რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და “ბორჯღალოსანთა” ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს.

სრკ-ს პრეზიდენტის არჩევნები ამა წლის 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
აბუმ, საკრებულოში ყოფნით რამე გააკეთა სასიკეთო? უფრო "დიდ" თანამდებობაზე რომ იქაჩება
0
წმინდა წყლის ავანტურად მიმაჩნია აბუს და მისი მხარდაჭერების ეს წამოწყება და მიმაჩნია, რომ მათ ამ ამბიციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
პანტელეიმონი
18:18 13-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული