გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატების წარდგენის ვადა 11 დეკემბერს დასრულდა. რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და "ბორჯღალოსანთა" ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს.

Sportall.ge გია ნიჟარაძეს დაუკავშირდა და რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე იყო საუბარი.

ამის გარდა, ნიჟარაძეს მისი კონკურენტის შეფასებაც ვთხოვეთ.

"არჩევნებში ჩარევის მცდელობის შესახებ არაფერი ვიცი და არც გამიგია. რაგბის კავშირის გამგეობის მიერ
გავრცელებული განცხადებით კი საზოგადოებისთვის შეხსენება გვსურდა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, რაც სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.

რაც შეეხება არჩევნებში ჩემს კონკურენტ ირაკლი აბუსერიძეს, მასზე საუბარი არ მსურს", - გვითხრა გია ნიჟარაძემ, რომელიც რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით იყრის კენჭს.

სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
გიორგი ნიჟარაძე საუკეთესო კანდიდატია
zura
14 დეკემბერი 2015 16:55
0
გიორგი ნიჟარაძე საუკეთესო კანდიდატია მან დააყენა ქართული რეგბი აღმავლობის გზაზე.
zura
14 დეკემბერი 2015 16:52
0
აბა თქვენ იციტ ახლა როგორ დაანგრევთ ხალხის საყვარელ სპორტის სახეობას!როგორ შეაზიზღებტ რაგბს ხალხს.მხოლოდ ფული გელანდებათ!ხალხო ხმა ამოვიღოთ!შორს ბინზური ხელები რაგბისაგან!!!1
jemali
14 დეკემბერი 2015 16:13
0
რაგბი,ქართული რაგბი არის დღევანდელ საქართველოში ერთად-ერთი, დიახ ერთად-ერთი ნათელი,ერთად-ერთი იმედი ქართველი კაცისა!!! რაგბი არის ქართველი კაცის ვაჟკაცობის,რაინდობის,სამშობლოს სიყვარულის გამოხატვისა და დამტკიცების თანამედროვე დიდგორის ველი!ამ ყველაფერში, თითოეულ მორაგბესთან და გულშემატკივართან ერთად,უზომოდ დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ნიჟარაძეს!ნიჟარაძემ გააკეთა ის რომ,რაგბის ფედერაცია არ დაამსგავსა სხვა დანარჩენ ჩასვრილ,30 ვერცხლზედ გაყიდულ ფედერაციებს!ნუ ეთამაშებით ჩვენს გრძნობებს, თქვე ნაძირლებო!!!!!
შორს თქვენი ბინძური ხელები ქართული რაგბისაგან!
14 დეკემბერი 2015 15:20
0
ბინძური თათების ჩაყოფას, რომ ეცდებიან ფაქტია, მარა იმედუა აბუ არ იქცევა მათ იარაღად.
sabonis
14 დეკემბერი 2015 15:17
0
ეს კაცი, გია ნიჟარაძე არის მაგალითი იმისა თუ როგორი ადამიანები უნდა მართავდნენ ქართულ სპორტს, სპორტულ ფედერაციებს და არა მარტო...
არ დავუშვათ რომ ძალაუფლების მონებმა ჩვენი საყვარელი რაგბი შეგვაძულონ და აღმავლობა შეაჩერონ მისი..
მგოსანი
14 დეკემბერი 2015 15:08
0
არიქა ეხლა მეტნაკლებად პატიოსნების რაგბის კუნძული დაგრჩათ თქვენი ბინძური ხელებით ამოუთითხნელი და ეხლა ესეც ამოსვარეთ თქვენი ამბიციებით და დაარიეთ ხალხი ერთმანეთს!
tony
14 დეკემბერი 2015 15:00
0

სიახლეები პოპულარული