ირაკლი აბუსერიძე: მე უფრო მეტის გაკეთება შემიძლია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და "ბორჯღალოსანთა" ყოფილი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

Sportall.ge ირაკლი აბუსერიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, რამ უბიძგა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ. ამის გარდა, ირაკლის მისი კონკურენტის დახასიათებაც ვთხოვეთ.

"მიმაჩნია, რომ იმ პირობებში, რაც დღეს ქართულ რაგბიში არსებობს, ჩემს გუნდთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. სულ სხვა ხედვები გვაქვს და სწორედ ამან მიბიძგა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

ხედვებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს დიდ პრეზენტაციას გავმართავ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი ის, რის
გაკეთებასაც გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებ.

გიორგი ნიჟარაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ქართულ რაგბიში მოღვაწე ადამიანს, მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რისთვისაც მე პირადად მისი მადლობელი ვარ", - გვითხრა აბუსერიძემ.

სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...
არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მკითხველის კომენტარები / 29 /
ნიჟარაძეს გულშემატკივრების 90% დაუჭერეს მხარს,რო ჩატარდეს გამოკითხვა!!!...
davidbe
14 დეკემბერი 2015 18:07
0
ნუ გაუჩმახეთ ამ კაცს საქმე რა! თქვენ რა იცით ამ კაცს რა აქვს გაკეთებული და რა გეგმები აქვს? არ გვინდა ეს "გრუზინული" მიდგომები ყველაზე და ყველაფერზე, ჯერ მოისმინეთ და მერე განსაჯეთ! თქვენ ალბათ ედიკას დროსაც მისტირით ისე გეშინიათ ცვლილებების, ხოლო თუ არა ცვლილება წინ ვერ წახვალ! მაშინ გავუფორმოთ ეს სპორტი რომელიმე გვარს და იყვნენ მარადიულად ამ სპორტის მმართველები! სამწყხაროდ ჩვენმა ერმა ვერ გადავაგდეთ ეს მონური მენტალიტეტი
გულშემატკივარი
14 დეკემბერი 2015 17:55
0
დაიბოღმა კაცი:) ნაკრებიდან დროზე ადრე რომ გაუშვეს (თავის აზრით)
qq
14 დეკემბერი 2015 17:54
0
აბუ, ძმურად საკრებულოს მიხედე და გაეშვი ფედერაციას კაცურად!ბევრი მაგალითი გაქვს წინ ჩემო ძმაო, რომ სპორტიდან ტაშით გაცილებულები რა გინებაში არიან დღეს! მეგობრული და გულწრფელი რჩევაა რიგითი გულშემატკივრის - აცადეთ ნიჟარაძეს საქმის კეთება, შენ კიდევ მაგრად ამოუდექი მხარში!
paata
14 დეკემბერი 2015 17:49
0
აბუსერიძისადმი, როგორც ყოფილი მორაგბისადმო ჩვენი დამოკიდებულება ცალსახად დადებითია. რაც შეეხება მის ამბიციას, გახდეს პრეზიდენტი, ვგონებ ნაადრევია. პიროვნება რომელსაც ამგვარი პრეტენზია აქვს, ჯერ სათანადოდ უნდა იყოს მზად. მისი სასაუბრო ლირიკიდან გამომდინარე, ამის ნისანწყალიც არ არსებობს.
kote
14 დეკემბერი 2015 17:38
0
რაგბისტები ყოველთვის ამტკიცებდნენ და ჩვენც გვჯეროდა, რომ ისინი ერთი გუნდი იყვნენ. თუმცა ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე, არც ისე ყოფილა საქმე, როგორც გვიხატავდნენ. არა მგონია და ვერავინ დამაჯერებს, რომ პრეზიდენტობის კენჭისყრაზე თავისი კანდიდატურის დაყენება აბუსერიძის ინიციატივაა. აქ სულ სხვა რამეები გაიჩითება. ფული ბაბაია, ფული. მთავარია ვინ გააკონტროლებს რაგბიზე გამოყოფილ თანხებს. ანუ შამპანურს სვავს ის, ვინც ფულს იხდის.ხოლო ვინც ფულს იხდის, მას აბუსერიძის უფრო სჯერა ალბათ. მორჩა და გათავდა....
guga
14 დეკემბერი 2015 17:34
0
რაგბის არევაც მოინდომეს ქოცებმა .......... რაც დალაგებულია იმას მაინც გაეშვან თუ ფეხბურთს უნდა გაუტოლდეს მანდამაინც.
giga
14 დეკემბერი 2015 17:32
0
მერე გააკეთე, ვინმემ გითხრა უარი? რაიმე საკითხი დააყენე და უარი გითხრეს? ჯერ ის თქვი რაც კავშირში ხარ რა გააკეთე? თუ მაინდამაინც პრეზიდენტი უნდა გახდე? ჯობია ამბიციები გვერდზე გადადო და ჯერ საქმით დაამტკიცო რომ შეგიძლია ხელმძღვანელობა, მენეჯერობა არ არის თუნდაც რაგბის თამაში, ეს სულ სხვა რამ არის, რომელსაც სულ ცოტა განათლება ჭირდება.
maiko
14 დეკემბერი 2015 17:32
0
...ეს უაზრო ამბიცია დარუპავს ქარტულ რაგბის..
mzia
14 დეკემბერი 2015 17:18
0

სიახლეები პოპულარული