ირაკლი აბუსერიძე: მე უფრო მეტის გაკეთება შემიძლია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და "ბორჯღალოსანთა" ყოფილი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

Sportall.ge ირაკლი აბუსერიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, რამ უბიძგა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ. ამის გარდა, ირაკლის მისი კონკურენტის დახასიათებაც ვთხოვეთ.

"მიმაჩნია, რომ იმ პირობებში, რაც დღეს ქართულ რაგბიში არსებობს, ჩემს გუნდთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. სულ სხვა ხედვები გვაქვს და სწორედ ამან მიბიძგა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

ხედვებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს დიდ პრეზენტაციას გავმართავ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი ის, რის
გაკეთებასაც გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებ.

გიორგი ნიჟარაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ქართულ რაგბიში მოღვაწე ადამიანს, მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რისთვისაც მე პირადად მისი მადლობელი ვარ", - გვითხრა აბუსერიძემ.

სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...
არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მკითხველის კომენტარები / 29 /
"გიორგი ნიჟარაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ქართულ რაგბიში მოღვაწე ადამიანს, მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რისთვისაც მე პირადად მისი მადლობელი ვარ". შესანიშნავი სიტყვების. იმედია საქმითაც ასე იქცევა ეს ადამიანი. მე მგონი ასეთი ქცევით დაფასდება ადამიანის ამბიცია. დავით ნიჟარაძეს მეც ვაფასებ და ვუსურვებ წარმტებას ნებისმიერ საქმეში.
თენგო
21:25 15-12-2015
0
....ზოგადად ვერ ვხვდები, თუ ყველაფერი კარგად მიდის, შედეგი არის, განვითარება ხდება, ყველაფერი პოზიტიურია, რატომ უნდა ავირჩიოთ აბუ????? ძალიან მაგრა უძღვება თავის საქმეს ნიჟარაძე!!!! ძალიან პატრიოტია, სუპერ მენეჯერი, კარგი ადამიანი, არაკორუმპირებული და რაგბზე შეყვარებული.
1

სიახლეები პოპულარული