ირაკლი აბუსერიძე: ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება!

AutoSharing Option
ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებს განმარტავს. როგორც აბუსერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ჭორებია, რომლებიც მის კანდიდატურასთან დაკავშირებით აგორდა.

"ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს", - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე თქმით,
ჭორები შეთხზეს, რომ ის სახელისუფლებო კანდიდატი იყო.

"ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე. ამ ჭორების და იმ ჩირქის მოცხობის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ერთი წელია ხელისუფლებაში ვარ და ცხოვრების ნახევარზე მეტი რაგბიში გავატარე და რა შუაშია ის განცხადებები, რომ მე სახელისუფლებო კანდიდატი ვიყავი?

რახან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა, რომ პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!", - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე თქმით, მასსა და მეორე კანდიდატს, გიორგი ნიჟარაძეს შორის არანაირი შეხვედრა და კომუნიკაცია კანდიდატურების მოხსნასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

აბუსერიძე თბილისის საკრებულოში უმრავლესობის წევრია. ასევე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, სადაც მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგი რაგბისტობა, არ ნიშნავს, კარგ მენეჯერობას.
აბუს შემთხვევაში, ამბიციები და შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს.
პანტელეიმონი
16 დეკემბერი 2015 13:57
0
ვითომ ღირსეული ადამიანი? ძალიან ბევრი ეჭვი იყო და უფრო გაძლიერდა.
maiko
16 დეკემბერი 2015 13:56
0
რა თვალთმაქცობა, რას ბჟუტურობ ჯიგარ, აზრზე მოდი ცოტა. შენ ისე ხარ გარკვეული რაგბიში და ზოგადად ღირსებაზე, როგორც მე ვიცი ჩინური. ერთადერთი რაც გააარტყი ისაა რო ნიჟარაძე იძულებული(ვინუჟძენი) გახადეს ნამდვილად მოეხსნა კანდიდატურა, რა გზით და რა პირობით ამას მალე გავიგებთ, ასეთ თემაზე სიმართლე დიდი ხნით არ იმალება.
mirosan
16 დეკემბერი 2015 13:46
0
ვიღაცას ხალხის მღელვარების შეეშინდა და მოახსნევინა კანდიდატურა,და თუ თავის სურვილით მოხსნა ნიჟარაძის სასარგებლოდ უნდა მოეხსნა.
k.z.
16 დეკემბერი 2015 13:38
0
გიორგი ნიჟარაძე წესიერი და ღირსეული კაცია.პირადად ვიცნობ და ვადასტურებ!
გია ბათუმიდან
16 დეკემბერი 2015 13:37
0
ნიჟარაძე წესიერი და ვაჟკაცი კაცია!!! ჩემდა სამწუხაროდ აბუსერიძის ბოლოდროინდელმა გამოსვლამ ძალიან გამაღიზიანა და მიხარია, რომ გაანალიზა და მიხვდა თავის შეცდომას!!!! ზოგიერთ მაღალ ჩინოსანს რაგბის ფედერაცია ფეხბურთის ფედერაციაში აერია!!!!!
სიმართლე
16 დეკემბერი 2015 13:31
0
ოჰ,ოჰ,ოჰ, ცნობისთვის ზუსტად აბუსერიძე ჭორაობდა. ერთი ჰკთხეთ რა სიტუაციაში მოაწერა ხელი იმ განაცხადზე (სიმართლე თქვას). ნიჟარაძე და მისი გუნდი კაცები არიან. აბუსერიძე ეფარება იმ ფასეულობებს, რომლებიც ამ მორაგბეებმა ათწლეულების განმავლობაში შექმნეს. რაც შეეხება აბუს და მის გუნდს, თამაში არ ნიშნავს, რომ უნდა პრეზიდენტი გახდე და რაგბის ფედერაცია მართო. აბუზე და მის გუნდზე უკეთესი მოთამაშეებიც იყვნენ, არიან და იქნებიან. თამაშის გარდა საქმითაც უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსები არიან რაგბის ოჯახის წევრობისთვის. რაგბის ოჯახიდან უნდა იქნას მათი აღიარება და არა დავალებით, რომ ჩვენი მოსვლა შეთანხმებულია და თქვენ უნდა გვერდზე გაიწიოთ.ხოდა ჩემო გულშემატკივარო შენ აშკარად მიკერძოვებული ხარ.
gulshematkivars
16 დეკემბერი 2015 13:28
0
ბატონი გია ნამდვილად, რომ ღირსეული კანდიდატია და მადლობის მეტს არაფერს იმსახურებს. უბრალოდ საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, მთლიანი სურათის გაანალიზებისას ესეთი შთაბეჭდილება მრჩება (რატომღაც)! და საერთოდ, აქამდეც არ უნდა მიეყვანა საქმე. ტელევიზიებში სირბილს და ქულების დაწერას სჯობდა აბუსთან გაევლო თუ რამე ჰქონდათ გასავლელი. მე მაპატიეთ ჩემი აზრის გამოხატვისთვის, მაგრამ მემგონი ლოგიკურია ჩემი ვარაუდი
გულშემატკივარი
16 დეკემბერი 2015 13:16
0
ღირსეული ადამიანი კი ცან ს, მაგრამ ჭკუაკოჭლივით მოიქცა. ნიჟარაძეს რას ერჩით არ მესმის. აბუ კი პაიკივით ბგამოიყენა ვიღაცამ. კარგი კაცი გაწირეს. ღირსეული კაცია და დაიტანჯება რომ მიხვდება როგორ გამოიყენეს.
რეზო
16 დეკემბერი 2015 12:53
0
მგონი ვიღაც ვიღაცებს რაგბი სხვა სპორტში ერევათ. ნიჟარაძის თვალთმაქცობას რაში ხედავთ ხალხო ამ წლების მანძილზე ერთხელ მაინც შეუმჩნევია ვინმეს რამე მსგავსი? თუ ახლა გაიზარდა და ხასიათე შეეცვალა არ არის ღირსეული კანდიდატი? მთელი ეს პროგრესი ბაბუაჩემის დამსახურებაა? აბუსერიძემ და ნიძარაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ რაგბში ადამიანობის და ვაჟკაცობის სულ სხვა დონეა რასაც სულმოკლე და ინტრიგანი ხალხი ვერასოდეს ჩაწვდება
lasha
16 დეკემბერი 2015 12:42
0

სიახლეები პოპულარული