ირაკლი აბუსერიძე: სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე საკუთარი კანდიდატურის ხელმეორედ წამოყენებას არ გამორიცხავს.

22 დეკემბერს, საზოგადოება "ქართული სპორტის" ინიციატივით, სასტუმრო "რუმში" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები და მწვრთნელები ესწრებოდნენ. საუბარი რაგბიში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ირაკლი აბუსერიძეც.

Sportall.ge აბუსერიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, აპირებს თუ არა "ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტანი საკუთარი კანდიდატურის ხელმეორედ წამოყენებას.

"ქართულ რაგბის თუ დასჭირდება ჩემი დახმ
არება და ჩემი გამოცდილების გაზიარება, ისედაც გავუზიარებ. რა პოზიცია მექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.

დღესაც რაგბიში ვარ, ერთი წამითაც კი არ მოვშორებივარ. გულშემატკივრის და რაგბის ოჯახის გადასაწყვეტია ჩემი მომავალი. მე შეიძლება ერთი მინდოდეს, მაგრამ რეალურად მეორე იყოს საჭირო.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამგეობაც კი არ შევკრებილვართ", - გვითხრა ირაკლიმ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაგბშიც თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი. არა რა, ქართველების საშველი არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება. ყველა ქართველს თავი უკვე პრეზიდენტი ან მომავალი პრეზიდენტი გონოა. კარგით რა, ნუ დაგვღალეთ ყველა სფეროში!!1 ან დალაგდით ან გადაშენდით აქედან ყველა ....საზოგადოებას ბოდიში გაცხარებისათვის.
silovani
23 დეკემბერი 2015 10:45
0
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ნიჟარაძე დააყენებს კანდიდატურას, მოიგებს და გაუშვებს ფედერაციიდან უსარგებლო–დაბოღმილ ვეტერანებს
shum
23 დეკემბერი 2015 10:10
0
უკვე 100000000%-ით დავრწმუნდი რომ ბატონ გიას ალტერნატივა არ ყავს. და რაგბის კავშირი გასაწმენდი ეყოლება. კარგი მორაგბეობის და ძველი დამსახურებების გამო რაგბის კავშირი დასასაქმებელი ადგილი არ უნდა გახდეს.
giga
23 დეკემბერი 2015 09:34
0
ნიჟარაძემაც უნდა დააყენოს თავის კანდიდატურა და ვინც მოიგებს ის იქნება კავშირის პრეზიდენტი რაც შეეხება პარტიულობას ეს მთავარი არარის მთავარია ვინ რას გააკეთებს სასიკეთოს რაგბისთვის
qutaiseli
23 დეკემბერი 2015 08:54
0
რა იწილო–ბიწილოს თამაშობ? თუ გინდოდა, კანდიდატურა რატომ მოხსენი და რა გგონია, ამ ხტუნაობით სასაცილო არ ხდები?
პატიცსაცემ კაცს აბუსერიძეს
23 დეკემბერი 2015 08:46
0
აბუსერიძე ცაბაძე და მაჩხანელო შეგრცხვეთ უკვე ნამუსი საერთოდ აღარ შეგრჩად. ასე გინდათუკვე ფული რომ თვალს გივნელდებათ და ყველაფერზე მიდიხართ
xxx
23 დეკემბერი 2015 03:10
0
კაცი რომელიც საკრებულოს დეპუტატია ოცნებიდან როგორ შეიძლება საქართველოს რაგბი ჩააბარო
ლომუ
23 დეკემბერი 2015 00:42
0
კი ბატონო დააყენოს აბუსერიძემ კანდიდატურა და კიდევ ვისაც უნდა, მაგრამ გულშემატკივარის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გია ნიჟარაძემაც აუცილებლად დააყენოს ხმა.
რას ვიზამთ, როგორც ჩანს რაგბის ოჯახში ერთობა აღარ იქნება, გამოიკვეთა ორი გუნდი და მათ შორის გამარჯვებული იქნება რაგბის მართვაზე პასუხისმგებელი მომავალი ოთხი წელი.
ბატონო გია თქვენი ოპონენტები ცრუ ამბიციებით აღტკინებულები, ვერ ახერხებენ დაოკებას და ამიტომ გთხოვთ დაიწყოთ საარჩევნო კამპანია და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ.
პანტელეიმონი
22 დეკემბერი 2015 21:57
0

სიახლეები პოპულარული