[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია ზედგინიძე ქართული რაგბის ვეტერანებთან
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სპორტის საზოგადოების" ინიციატივით მოეწყო ვეტერანი მორაგბეების, მწვრთნელებისა და მოქმედი მოთამაშეების შეხვედრა. სასაუბრო ბოლო დროს ქართული რაგბის თემში განვითარებული მოვლენები იყო.

შესავალი სიტყვით შეკრებილ საზოგადოებას "საქართველოს სპორტის საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მსხვილიძემ მიმართა:

"ბოლო დროს ქართულ რაგბიში გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ჩვენი ინტერესი გააღვივა. გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ორგანიზება, რათა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს გაეცეს პასუხი. გთხოვთ, გავმართოთ დისკუსია ქართული რაგბის დღევანდელ მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებზე".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის
ასისტენტი:

"ვეცდები, საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც განვუმარტო არსებული ვითარება. ჩემი ერთადერთი მიზანი რაგბის განვითარებაა.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი. ირაკლი აბუსერიძეს მხარი მარტო იმიტომ კი არ დავუჭირე, რომ ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომაც, რომ მას ტალახი მიასხეს.

ვინაიდან საკრებულოს წევრია, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იძახდნენ, გარედან არის ჩარევაო. მერე თავისსავე ტყუილში აიბლანდა და გარეთ ნუ ეძებთ, შიგნით ეძებეთ ეშმაკებიო. ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ ვინც წყალი ასე აამღვრია, იმან პასუხი უნდა აგოს.

ახლა რაც შეეხება "ძაღლებსა და კატებს". დილის ცხრის ნახევარზე მომიგზავნეს ჟურნალისტი, რომელიც მეკითხება, მართლა უღალატე ნიჟარაძესო? აი, სწორედ მაშინ ვუთხარი, შენნაირი "ძაღლებისა და კატების" აგორებულია ეს ამბავი-მეთქი. იმანაც, ადგა და დაწერა".
(რედ: სავარაუდოდ, მაჩხანელი Sportall.ge-სთან გაკეთებულ ამ კომენტარს გულისხმობს: ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ)

ილია ზედგინიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის ქართული რაგბის წინსვლა არის პრიორიტეტი. ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მინდა მოკლე ექსკურსი გავაკეთო ისტორიაში.

საქართველოში რაგბი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ძალიან რთულ პირობებში ვითარდებოდა. 90-იანი წლებიდან კი, როცა რაგბი პროფესიული სპორტი გახდა, დაიწყო რეალური წინსვლა. ეს განპირობებული იყო ეროვნული ნაკრების წარმატებითა და ნაკრების თითოეული წევრის თავდადებული გარჯით.

ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ბოლო რვა წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესში გიორგი ნიჟარაძის ღვაწლი. დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმება, რომ მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული.

დღეს რაც ხდება, რაგბისთვის არის საზიანო. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ყველა უნდა შევიკრიბოთ: მორაგბე, მწვრთნელი, ქომაგები, კეთილისმსურველები და დავძლიოთ ეს რთული მდგომარეობა. უნდა ვიყოთ უფრო ტოლერანტულები, თუნდაც მტრის მიმართ.

უკვე აღვნიშნე გიორგი ნიჟარაძის შესახებ, მაგრამ არანაკლები დამსახურება აქვს ირაკლი აბუსერიძეს. ის 13 წლის განმავლობაში თავდადებულად შრომობდა, არ ზოგავდა არაფერს, რათა ქართული რაგბისთვის სარგებლობა მოეტანა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი იყო, საერთაშორისო მიმართულება ებარა. ბევრს შრომობდა, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს წარმატებით ეთამაშა და საქართველო წარმოჩენილიყო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვიყოთ ტოლერანტულები, რაც რაგბის წინ წაწევას, განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ ორივე ადამიანს აქვს რესურსი, იყვნენ ქართული რაგბის სამსახურში. მათ მორალური წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნათ, რათა თავიანთი ცოდნა მოახმარონ რაგბის განვითარებას.

სამწუხაროდ, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ არის კარგი. ის უნდა აღვადგინოთ. ჩვენს ოჯახში, შიგნით უნდა მოვაგვაროთ ყველა პრობლემა".

დიმიტრი ბასილაია, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი:

"მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს. საქართველოში რაგბი იმ დონეზე განვითარდა, რომ ახალ სისხლს მოითხოვს. ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი, როგორია მოედანზე და მის მიღმა. მას რაგბის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია. რატომ არ უნდა იყოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი?"

Sportall.Ge
ფოტოზე: დიმიტრი ბასილაია, ილია ზედგინიძე და ირაკლი მაჩხანელი

საფრანგეთიდან სკაიპით ჩაერთო დისკუსიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი, რომელმაც ახლახან ოპერაცია გაიკეთა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენთან საუბარი ქართული რაგბის პრობლემებზე მიწევს, მაგრამ ხდება ხოლმე ასე, რაგბის ოჯახში ყოველთვის იყო პატარა პრობლემები და ხარვეზები, მაგრამ ეს ოჯახი ასე საჯაროდ არასდროს გაყოფილა. ამ ყველაფერს პატარა გაურკვევლობას დავარქმევდი, რომელიც აუცილებლად მოგვარდება.

რაც შეეხება რაგბის განვითარებას. ამ სპორტის განვითარება დაიწყო არა რვა წლის წინათ, არამედ იმ დღიდან, რაც საშუალება მოგვეცა, ჩვენი ეროვნული ნაკრები გვყოლოდა. ბოლო 8 წლის მანძილზე წინ დიდი ნაბიჯები გადაიდგა და იმასაც ვიტყვი, რომ რაგბი 2004-დან 2007 წლამდეც სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა.

დღეს მივედით რაღაც დონემდე და ვფიქრობ, სხვა, ახალი ენერგია და სხვა პროფესიონალიზმია საჭირო ქართული რაგბის განვითარებისთვის. ამ ყველაფერს უნდა სხვანაირი მიდგომა და სწორედ ისეთი ხალხის მუშაობაა საჭირო, ვისაც რაგბი ესმის და ვინც ის პროფესიულ დონეზე ითამაშა.

მჯერა, რომ ირაკლი აბუსერიძე ამის გამკეთებელია, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რა არის პროფესიული რაგბი და ესმის, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე, საგარეო ურთიერთობებში. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუ გვინდა, რომ საქართველოს ნაკრები ვიხილოთ ექვს ერში. ქართულ რაგბის დღეს სხვა ენერგია სჭირდება და ეს ენერგია ირაკლი აბუსერიძემ აუცილებლად უნდა მიუძღვნას ჩვენი რაგბის განვითარებას".

დუგლას კავთელაშვილი, ქუთაისის "აიას" ყოფილი მწვრთნელი:

"გიორგი ნიჟარაძე ჩამოსული იყო ქუთაისში. შემხვდა. ვუთხარი, ის ვიცე-პრეზიდენტი მოიშორე, რაგბიში ფულის კეთების მეტი რომ არაფერი უკეთებია და როგორც ლამაზად მოდი, ისე ლამაზად წადი-მეთქი".

ლევან მგელაძე, რუსთავის "ხარების" მთავარი მწვრთნელი:

"შიგნიდან მოხდა ინსპირირება თუ გარედან, ამას, რაც ახლა ხდება, დაპირისპირება აღარ ჰქვია. ამაზე დიდი დაპირისპირება ბიძინა გეგიძის დროს იყო, მაგრამ ის არ გამოსულა და მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. არადა, მან 2003 წელს პირველად გაიყვანა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე.

ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურას მივესალმები. დიდი გამოცდილება აქვს. რომ ამბობთ, ერთად უნდა ვიმუშაოთო, იმ კაცს თქვენთან მუშაობა არ უნდა და როგორ უნდა იმუშაოთ. ვიღაცას მხარს რომ ვუჭერ, ტალახი რატომ უნდა მესროლო. ეს დემოკრატიული ქვეყანაა და პროცესიც ასეთივე უნდა იყოს.

ფილარმონიასთან შეკრიბეს ხალხი, რომელთაგან ნახევარზე მეტს ტელევიზორშიც არ ექნება ნანახი რაგბი.
ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ, ვინც ახლა გვერდში დაგიდექით".

პალიკო ჯიმშელაძე, გორის "ჯიქის" მთავარი მწვრთნელი:

"ცხადია, ბოლო დროის ქართული რაგბის პროგრესში გიორგი ნიჟარაძის ღვაწლი დიდია, მაგრამ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, თითქოს ვიღაცა სამშობლოს მოღალატეა. არადა, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც ხალხს რაგბი შეაყვარა.

ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვიღაცას ოდესმე ვიღაც შეცვლის. ჩვენზე მეტად ვინ იცის სწავლისა და თავდადების ფასი. 23-24 წლის ბიჭები საფრანგეთში წავედით. ფრანგებს საერთოდ არ ვაინტერესებდით. შრომაში გავლიეთ წლები.

როცა ნაკრების თამაშები იყო, ირაკლი მუდმივად ახალი ინფორმაციებით დატვირთული მოდიოდა. სულ ეძებდა, ახალ-ახალ ინიციატივებს გვთავაზობდა.

რაგბი დღესდღეობით პრესტიჟული გახდა. ამიტომ სხვა მიმართულებით წავიდა და ბევრი ისეთი ადამიანი გაჩნდა, რომელმაც არ იცის რაგბის ფასი. სირცხვილია, რომ აქამდე მივედით".

ირაკლი აბუსერიძეს და მისი გუნდის წევრებს მათი ხედვის გაზიარება, პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე საუბარი ვთხოვეთ.

ილია ზედგინიძე: "არ გვინდა, ეს შეკრება წინასაარჩევნო კამპანიას დაემსგავსოს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და პროგრამაზე მერე ვილაპარაკოთ".

მოგვიანებით, sportall.ge-სთან საუბრისას ირაკლი აბუსერიძემ თქვა:

"ქართულ რაგბის თუ დასჭირდება ჩემი დახმარება და ჩემი გამოცდილების გაზიარება, ისედაც გავუზიარებ. რა პოზიცია მექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.

დღესაც რაგბიში ვარ, ერთი წამითაც კი არ მოვშორებივარ. გულშემატკივრის და რაგბის ოჯახის გადასაწყვეტია ჩემი მომავალი. მე შეიძლება ერთი მინდოდეს, მაგრამ რეალურად მეორე იყოს საჭირო.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამგეობაც კი არ შევკრებილვართ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
ნამეტანი ამღვრევენ წყალს უკვე.

ვამბობდი რო არც1 სპორტში არ ვემხრობი ნაკრების შტაბში ან ფედერაცია კავშირში ნაკრებიდან წასული სპორტსმენი ეგრევე იქ მოათავსო. გამოცდილების გარეშე. კალათბურთშიც ფეხბურთშიც და რაგბშიც აქჩვენა რო სავალალო შედეგის მომტანია.
giga
23 დეკემბერი 2015 12:13
0
ცნობისთვის, მოთამაშეებს მწვრთნელი არჩევს და არა პრეზიდენტი ან და გამგეობა.
AAA-ს
23 დეკემბერი 2015 12:11
0
დიმა ბასილაია ძალიან სამწუხაროა რომ არ წაიყვანეს მსოფლიოზე, მირჩევნია მაგალითად ლომიძეს. აბუს გამარჯვების შემთხვევაში დიმას სასტავში მოხვედრის ალბათობა გაიზრდება?
ААА
23 დეკემბერი 2015 11:58
0
კავთელაშილს და მგელაძეს გასაგებია რაც ალაპარაკებთ, ახალგაზრდებს კი ვეტყვი, რომ დადექით რაგბის ფედერაციის არსებულ მმართველ გუნდთან ერთად, ისედაც ხომ იქ ხართ? და გააგრძელეთ კარგი საქმის კეთება. ძალიან ბევრი შურის თვალით გიყურებთ და ნუ დაშლით იმ ერთობას, რაც აქამდე მოგიტანიათ. რაც შეეხება გეგიძეს, მის ღვაწლს არავინ უარყოფს, მაგრამ მაშინდელ არჩევნებზე ყველამ კარგად ვიცით რაც მოხდა, უნდა წასულიყო და წავიდა, საქვეყნოდაც ვერ გამოიტანდა ამ ამბავს, თვითონვე წააგებდა. არ მინდა დავიჯერო ბატონო ლევან რომ მაშინდელი ბოღმა მოგყვებათ და ამიტომ იქცევით ასე. არ არის საჭირო მაშინდელი ამბების გახსენება, თორემ ნამდვილად ისევ თქვენ წააგებთ. იყავით მშვიდად და თქვენი საქმე კარგად აკეთეთ. ახალგაზრდებს კი ვურჩევდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლონ, რომ რაგბი მართონ. კარგი თამაში არ ნიშნავს კარგ მენეჯერობას. საქმით დაამტკიცეთ რომ ხელმძღვანელობა შეგიძლიათ და შემდგომში ალტერნატივა არ გეყოლებათ.
ragbis didi xnis (uxsovari droidan) gulSematkivari
23 დეკემბერი 2015 11:41
0
დუგლასა კავთელაშვილი საგაიდან გაიჩითა ეგ ალბათ ანტილოპაზე აიას ახევას აპირებს იქნებ ნაკრების მოქმედ მოთამაშეებსაც ვკითხოთ აზრი, მაჩხანელო შენ კიდე რა ვეგარ დაეშვი მიწაზე ჟურნალისტებო მეტის ღირსი ხართ მაგისგან ინტერვიუს რო იღებთ დილით დამადგა სახლშიო ეგ რაგა იყო პირის დაბანა და გამოფხიზლება ვერ მოასწრო? ესენი რო ფედერაციაში მოვიდნენ მერე ალბათ ინტერვიუს კიარა გამარჯობას აღარ იტყვიან
xx
23 დეკემბერი 2015 11:34
1
რა ჩადგნენ რიგში. გასაგებია უკვე ყველაფერი. რა იყო კუში იყნოსეთ? ესეც დეპოლიტიზირებული რაგბი. პრეზიდენტოვუს მერე ესენი საქართველოს ნაკრების მწვრთვნელობისთვის დახოცავენ ერთმანეთს.არა და რა კარგად ვითარდებოდა ყველაფერი.
აუფ
23 დეკემბერი 2015 11:33
1
დიდი მადლობა მიღწეული წარმატებებისათვის! ახლა დაიშალეთ და წადით სახლში. პურის რიგში ომის ვეტერანი ვარო ძახილით თავს რომ აზიზღებდნენ თავ სხვებს ესე იქცევით!
უკვე გასაგებია
23 დეკემბერი 2015 11:22
1

სიახლეები პოპულარული