საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე იქნება, - ამის შესახებ "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

კლუბ "ლელოს" დამაარსებლის, ბათუ კევლიშვილის განცხადებით, ქართული რაგბის წამყვან კლუბებთან, ასევე, ვეტერან მორაგბეებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ გოჩა სვანიძე ყოფილიყო, რომელიც დღემდე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.

ბათუ კევლიშვილმა მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს გაწეული სამუშაოსთვის. მან პრეზიდენტობის კანდიდატს, გოჩა სვანიძეს გია ნიჟარაძის დაწყებული საქმის ღირსეული გაგრძელება უსურვა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 2016 წლის 24 იანვარს გაიმართება.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 32 /
აბუ ქართული ოცნების წევრია და იმ საზიზრობის მონაწილეა რაც მერიაში ხდება.შეუძლებელია ის წესიერი კაცი იყოს. სვანიძე კი ნიჟარაძის გუნდის წევრია ეს უკვე დიდი პლუსია
ანალიზი
31 დეკემბერი 2015 12:54
0
დდ ის კალოშიანი როარა რაგბი ეხლა ვირის უკანაში იქნებოდა რა უმადურია ზოგიერთი თან გარტყმაშიც როარარის რა ხდება რაგბში.მიატოვებს ის ეგრეთწოდებული კალოშიანი მაგ რაგბის დახმარებას და მერე მილიონები მისმა დამცინავებმა ჩადონ თუ მაგარი ბიჭები არიან დემაგოგია და ლაილუი იცოცხლეთქვა კაი ვიცით ქართველებმა მარა ფულის დახარჯვა და საქმის კეთება ნურას უკაცრავათ ეგეთი კალოშიანი რო ყავდეს ქვეყანას ერთი ხუთი ამ დღეში არიქნებოდა ქართული სპორტი.არ დამიწყოს აქ ეხლა ვინმემ რო მქონდეს მაგდენი ფული მეც ჩავდებდიდა ეგეთები ფული როარგაქ მიტო ბაზრობ ეგრე თორე გექნება მაყუთი და მერე სხვანაირად იჭიკჭიკებ ეგარი სიმართლე რამდენს უთქვია ეგრე და მერე სულ დაუკიდია ყველა და ყველაფერი ფეხებზე.
quTaiseli
31 დეკემბერი 2015 11:36
0
ხალხო კომუნიზმიდან ვერ გამოვდივართ მუდმივობის პრიციპი ნიჟარა როდესმე ხო წავა თქვენ თავებში პასუხი გაქვთ
guka
31 დეკემბერი 2015 11:25
0
იმ კალოშიანის აზრზე დადის მთელი ქვეყანა, სირცხვილია
sandro
31 დეკემბერი 2015 11:05
0
თეა შენც მეყოფი განათლებული.... ხოდა ამეცადინე აბუ, ასწავლე საუბარი და წერა და იქნებ გეშველოთ:):)
:):)
31 დეკემბერი 2015 11:05
0
სოფოს!
აბუს თუ საუბარს უწუნებ შენ სწორად საუბარი და მართლწერაც სერიოზულად გიჭირს გეტყობა!გაუნათლებელმა გოგომ, რომელიც წერს ,,კანდიდატათ”,სხვას როგორ უნდა მიუთითოს რამეზე?!
tea
31 დეკემბერი 2015 09:56
0
რატო არ გვიყვარს ქართველებს თავისი საქმის უზადოდ მცოდნე და სამშობლოს ჭეშმარიტი პატრიოტი ხალხი, რამხელაზე აწია თამასა ამ კაცმა და კიდევ რამხელაზე შეეძლო აეწია, მარა შეჭამეს ყველა მნიშვნელობით , გული მწყდება ძაალიან
guro
31 დეკემბერი 2015 01:19
0
ბატონებო! მე მაქვს ერთი შეკითხვა ყველასთან. ბატონ გია ნიჟარაძეს კიდევ რა უნდა/შეეძლო გაეკეთებინა (და არ გააკეთა), რომ ყველას ერთად გვეთხოვა მისთვის კიდევ ერთი ვადით დარჩენა?
ნოდარი
31 დეკემბერი 2015 00:34
0
ეს აბუა თუ შვაბუ მეორე ლუკა კურტანიძე ყოფილა
ggg
30 დეკემბერი 2015 23:57
0
შეგიძლია კონკრეტული ფაქტებით მოიყვანო რატომ უნდა დავიჯეროთ შენი ნათქვამი როცა გამოჩნდა რომ ამდენი კლუბი + ყოფილი პრეზიდენტი ნდობას უცხადებს
გიო-ს
30 დეკემბერი 2015 21:35
0

სიახლეები პოპულარული