საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე იქნება, - ამის შესახებ "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

კლუბ "ლელოს" დამაარსებლის, ბათუ კევლიშვილის განცხადებით, ქართული რაგბის წამყვან კლუბებთან, ასევე, ვეტერან მორაგბეებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ გოჩა სვანიძე ყოფილიყო, რომელიც დღემდე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.

ბათუ კევლიშვილმა მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს გაწეული სამუშაოსთვის. მან პრეზიდენტობის კანდიდატს, გოჩა სვანიძეს გია ნიჟარაძის დაწყებული საქმის ღირსეული გაგრძელება უსურვა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 2016 წლის 24 იანვარს გაიმართება.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 32 /
აბუ ქართული ოცნების წევრია და იმ საზიზრობის მონაწილეა რაც მერიაში ხდება.შეუძლებელია ის წესიერი კაცი იყოს. სვანიძე კი ნიჟარაძის გუნდის წევრია ეს უკვე დიდი პლუსია
ანალიზი
12:54 31-12-2015
0
დდ ის კალოშიანი როარა რაგბი ეხლა ვირის უკანაში იქნებოდა რა უმადურია ზოგიერთი თან გარტყმაშიც როარარის რა ხდება რაგბში.მიატოვებს ის ეგრეთწოდებული კალოშიანი მაგ რაგბის დახმარებას და მერე მილიონები მისმა დამცინავებმა ჩადონ თუ მაგარი ბიჭები არიან დემაგოგია და ლაილუი იცოცხლეთქვა კაი ვიცით ქართველებმა მარა ფულის დახარჯვა და საქმის კეთება ნურას უკაცრავათ ეგეთი კალოშიანი რო ყავდეს ქვეყანას ერთი ხუთი ამ დღეში არიქნებოდა ქართული სპორტი.არ დამიწყოს აქ ეხლა ვინმემ რო მქონდეს მაგდენი ფული მეც ჩავდებდიდა ეგეთები ფული როარგაქ მიტო ბაზრობ ეგრე თორე გექნება მაყუთი და მერე სხვანაირად იჭიკჭიკებ ეგარი სიმართლე რამდენს უთქვია ეგრე და მერე სულ დაუკიდია ყველა და ყველაფერი ფეხებზე.
quTaiseli
11:36 31-12-2015
0

სიახლეები პოპულარული