საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე იქნება, - ამის შესახებ "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

კლუბ "ლელოს" დამაარსებლის, ბათუ კევლიშვილის განცხადებით, ქართული რაგბის წამყვან კლუბებთან, ასევე, ვეტერან მორაგბეებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ გოჩა სვანიძე ყოფილიყო, რომელიც დღემდე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.

ბათუ კევლიშვილმა მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს გაწეული სამუშაოსთვის. მან პრეზიდენტობის კანდიდატს, გოჩა სვანიძეს გია ნიჟარაძის დაწყებული საქმის ღირსეული გაგრძელება უსურვა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 2016 წლის 24 იანვარს გაიმართება.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 32 /
ამათ რაგბის კავშირის თავმჯდომარეობა ლობიოს ჭამა გონიათ.
assa
16:17 30-12-2015
0
ნიჟარაძის აზრი მაინტერესებს რას ფიქრობს ამ ადამიანზე
giga
16:33 30-12-2015
0

სიახლეები პოპულარული