გიორგი ნიჟარაძე: არასდროს ვიმუშავებ არცერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა, რომელსაც წინ საკმაოდ დაძაბული პროცესები უძღვოდა, 24 იანვარს ექსცესების გარეშე, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს, რომელმაც მეორე კანდიდატ ილია ზედგინიძეს აჯობა.

რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ სვანიძეს გამარჯვება მიულოცა და არჩევნები შეაფასა:

"არჩევნები დაძაბულად ჩატარდა, როგორც ნებისმიერი სხვა ყრილობა. ვულოცავ გოჩას გამარჯვებას და ვულოცავ ილიას, რომელიც ნამდვილად არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის. მათი საქციელი იყო სამაგალითო, რისთვისაც ორივეს
მადლობას ვუხდი.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თითოეული დღისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ.

რაგბი საქართველოში ჩემით არ დაწყებულა და ჩემით არ მთავრდება, არც ილოთი და გოჩათი დაიწყება და დამთავრდება. რაგბის წარმატება ჩვენ ერთიანობაზეა დამოკიდებული.

გოჩას და მისი გუნდის გადასაწყვეტია, ვიქნები თუ არა საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული. რაგბის კავშირში ჩემი მოღვაწეობა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ახალ პრეზიდენტს კი ვურჩევდი, რომ თავდაუზოგავად, დღე და ღამე იშრომოს.

ძალიან ბევრი პრობლემაა გამოსასწორებელი და ახალი გუნდის გადასაწყვეტია, ეს რა ფორმით გაკეთდება.

იმის თქმა კი ახლავე შემიძლია, რომ არასდროს ვიმუშავებ არც ერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში, ეს ჩემი პრინციპული მიდგომაა. თუ იქნება გადაწყვეტილება და ისეთ სტატუსს მოიფიქრებენ, რომელიც მომცემს საშუალებას, წარვდგე საერთაშორისო ფედერაციებში, მაშინ იქ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვან, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობას მოგახსენებთ ბატონო გია გაწეული სამუშAოებისათვის. თქვენ მოახერხეთ რაგბის ახალ სიმაღLეზე აყვანა. შEიძLება გული გწყდებათ, რომ ბოლომდე ვერ დაგაფასეს, მაგრამ მერუნეთ ყველაზე სიდი დაფასება გულშEმატკივრის სიყვარულია, რომელიც არ მოგაკლდებათ არასდროს. აი მაშინ კი იგრძNობთ რა ფასი ქონია თQვენს შრომას.
gorski
26 იანვარი 2016 12:10
0
გული მწყდება, რომ ეს კაცი მიდის
alex
26 იანვარი 2016 11:44
0
ერთი სურათის გადაღება იყო ჩემთვის პირადად საკმარისი, რომ მეგრძნო თუ რამდენად პროფესიონალი და დიდებული ადამიანია ეს კაცი. ტონგასთან მოგებული თამაშის მერე, მოვიდა ქომაგებთან, სურათები გადაიღო, ცოტა გაგვესაუბრა. ერთ მომენტში სურათის გადაღების პრობლემა შეგვექმნა და შევაყოვნეთ, თან მოვუბოდიშეთ, ელოდებოდნენ. არ არის პრობლემა, რა დროც არ უნდა დაგჭირდეთ აგერ ვარო. ეს ისე მადლიანად, ალალად და კაცურად გვითხრა, რომ ზოგი მამა არ ეტყვის თავის შვილს. მის გაკეთებულ საქმეებზე და შედეგებზე არაფერს ვამბობ. ყველამ ისედაც ყველფერი იცის.

მადლობა ბატონო გია! იმედია რაგბის არ ჩამოშორდებით. თქვენნაირი პროფესიონალი დღეს სანთლით საძებარია. წარმატებები სადაც არ უნდა იყოთ!
Giorgi
26 იანვარი 2016 03:35
0
ბატონო გია როგორც შენი დამფინანსებელი არ ბრაგუნობს ბევრს ისე მშვიდად წადი თუ უკეთესობა არ იქნა ამას ბალეშიკებიც შევხედავთ და დაგიძახებთ
guka
25 იანვარი 2016 22:25
0
აბა სვანიძემ რა იცის საერთაშორისო ურთიერთობები? მაგან მარტო "მე რა " იცის
მოეხმარე
25 იანვარი 2016 22:21
0
ასე ერთხმად გაკეთებული კომენტარი პირველად წავიკითხე და ძალიან გავიხარე.გავიხარე იმითაც, რომ საზოგადოებამ იციც კაცური კაცის ფასი. მაგრამ მეწყინა რომ ხელისუფლება ჩაიჭრა. სპორტის მინისტრის აზრი ვეძებე და ვერ ვიპოვე. თუმცა ფეხბურთზე რომ ვიპოვე სიხარულით ხომ გავაფრინე.
a
25 იანვარი 2016 21:00
0
ერთხელ უკვე დავწერე და ახლა გავიმეორებ. კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ამ კაცს, რომ ყველას ერთად, მადლიერებით აღვსილებს, გვეთხოვა მისთვის კიდევ ერთი ვადით ამ ურთულესი უღლის ტარება?!
ნოდარი
25 იანვარი 2016 18:59
0
მადლობა ბ-ნ გიას!!! გული დამწყდება, თუ რაგბს ჩამოშორდება.
tngh
25 იანვარი 2016 18:42
0
ვისაც დააფინანსებენ ყველა გაქაჩავს ისე ნიჟარას ვინ აფინანსებდა იცით ალბათ
fulo
25 იანვარი 2016 18:19
0
როგორ მტკივა გული ნიჟარაძის გამო!!! პოლიტიკას გადააყოლეს ეს კარგი კაცი!!!
თბილისი
25 იანვარი 2016 17:44
0

სიახლეები პოპულარული