სკანდალი ქართულ რაგბიში - ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა [VIDEO]
გიორგი ნიჟარაძე აუდიოჩანაწერის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს
გიორგი ნიჟარაძე აუდიოჩანაწერის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ირაკლი აბუსერიძეს ვესაუბრეთ.
"ის, რაც მოხდა, არის სიბინძურე და ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ ამ ყველაფრის გამკეთებელი.
აუდიტი ჯანსაღი სამუშაო პროცესია - მმართველობა რომ იცვლება, წინა წლებში გაწეული საქმიანობის შემოწმება უნდა განხორციელდეს. ის ყველგან ხდება და
ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, ეს გიორგი ნიჟარაძეს ჰკითხეთ.
მან ტელეეთერში განაცხადა, "ყოჩაღ ბიჭებსო"... ჰოდა, მოვუწოდებ, გამოვიდეს და დაასახელოს იმ "ბიჭების" სახელები და გვარები, ვინც იგულისხმა. ძალიან მაინტერესებს...
ჩვენ რომ რაიმე მასალა გვქონოდა, მას წინასაარჩევნოდ გამოვიყენებდით. ეს ყველაფერი აბსურდია და ასეთ ბინძურ თამაშს ყოველთვის ვემიჯნებოდი და დღესაც ვემიჯნები", - გვითხრა აბუსერიძემ.