გოჩა სვანიძე: აუდიტის დასკვნას გავასაჯაროებთ

AutoSharing Option
ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ყრილობის მიმდინარეობისას არის ჩაწერილი. იქ საუბარია ფინანსურ დარღვევაზე, რომელსაც იმჟამინდელი პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე უარყოფს.


კომენტარი ზემოთქმულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გოჩა სვანიძეს ვთხოვეთ:

"ამ თემაზე საუბარი გამგეობის სხდომაზე იყო, მაშინ, როცა ჯერ კიდევ გამგეობის თავმჯდომარე ვიყავი. შევთანხმდით და ორივე მხარემ ცალ-ცალკე მოვიწვიეთ კერძო აუდიტი, რომლებსაც ერთად უნდა ემუშავათ და დაედოთ
დასკვნა.

სამი დღის შემდეგ მათმა მოწვეულმა აუდიტორმა დადო რაღაც დასკვნა, რომელიც ჩემთვის გაუგებარი იყო. ამიტომ კომენტარს მის შესახებ ვერ გავაკეთებ...

აუდიტი ჩასატარებელია არა მარტო კონკრეტულ ფაქტებზე, არამედ საერთო, მთლიანი. მოვიწვევთ გამგეობის სხდომას, რომელზეც გადავწყვეტთ, გამოვაცხადოთ ტენდერი. შევარჩევთ ლიცენზირებულ სააუდიტორო ფირმას, რომელიც შეამოწმებს გაწეულ ხარჯებს...

სახელმწიფო აუდიტს მხოლოდ იმ თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმების უფლება აქვს, რომელსაც რაგბის კავშირი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ჩვენ კი, სახელმწიფოს გარდა, კერძო სექტორიდანაც ვიღებდით დაფინანსებას. ამიტომ კერძო აუდიტი ყველა ხარჯს შეამოწმებს და შედეგები გასაჯაროვდება.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წესრიგში იქნება და როგორც აქამდე, ისევ ამაყად, წელგამართულები ვივლით...

ამასთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ, საჯარო გავხადოთ ყოველ კვარტალში გაწეული ხარჯები, რასაც მომავალში რაგბის კავშირი გაიღებს". 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია იმ გველის სახელის გასაჯაროება, რომელმაც ეს ჩანაწერი გააკეტა. ანუ ოჯახში არის გველი, რომელსაც უფლება ჰქონდა ამ კრებას დასწრებოდა. ნეტა გაირკვეოდეს, ვისი ნახელავია ეგ, უბრალოდ ჩირქი რომ მოვაშოროთ ჩვენს დიდ ოჯახს. აუდიტის დასკვნის გასაჯაროება ჩემი აზრით რაგბის ოჯახის პატიოსნებას არა მარტო ლაქას მოაშორებს, სამაგალითოსაც გახდის სხვებისთვის. ცანაწერის გაკეთება იყო უფრო დიდი გველობა, ვიდრე მერე მისი გასაჯაროვება. ღმერტმა გვაშოროს ასეთი არაკაცობა მომავალში
გიორგი
13:24 28-01-2016
0
იმათ აუდიტს რამე რომ ეპოვნა აბუსერიძე გაგვაგებინებდა მაგას :)
რეზო
14:18 27-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული